,,ანას ბაღთან” მიმდინარე აქციაზე ,,პარტიზანი მებაღეების” წევრებმა მშენებლობის კედლებზე საგანმანათლებლო პლაკატები გააკრეს

12 Jan 2020 20:14

ვარკეთილში, ,,ანას ბაღთან” მიმდინარე აქციაზე ,,პარტიზანი მებაღეების” წევრებმა მშენებლობის კედლებზე საგანმანათლებლო პლაკატები გააკრეს.


,,პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენლის, ნატა ფერაძის თქმით, საგანმანათლებლო საქმიანობით, პოლიტიკური აქტივიზმითა და ყველა ხერხით იბრძოლებენ ბოლომდე, რათა აღნიშნული პროტესტი ადგილობრივების გამარჯვებით დამთავრდეს.


,,ეს არის ამონაკრები, თუ რას იწვევს ჰაერის დაბინძურება და რას იწვევს დამახინჯებული კანონები. ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე მოირგო ამ ქვეყანაში მშენებლობის კანონები პანორამას მშენებლობისთვის და ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობის თვითშეგნება გაიზარდოს. ეს ცდება ამ ეზოს პროტესტს, ეს არის მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და მინდა, იყვნენ ინფორმირებულები, თუ რას ვნებს უკანონო მშენებლობები. ვარკეთილის მოსახლეობა არის შემართებით და ყველანაირად გავუმაგრებთ მხარს, იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას, საგანმანათლებლო საქმიანობა პოლიტიკური აქტივიზმითა და ყველა ხერხით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევაც დასრულდეს ისე, როგორც დასრულდა ვაკის პარკი”, - განაცხადა ნატა ფერაძემ.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი