"ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია - ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს"- დონალდ ტრამპი

09 Jan 2020 01:09

დონალდ ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ამასთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო ძლიერებას გაუსვა ხაზი.


„ამერიკა ძლიერია და ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია. ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ჩვენ ასევე ათობით ათასი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მოვკალით“.


დონალდ ტრამპმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაც ახსენა და გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულების დატოვებისკენ მოუწოდა.


„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და მშვიდობიანს გახდის“, - განაცხადა ტრამპმა.


კომენტარები:

ფართი შოპი