9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში თოვლია მოსალოდნელი

09 Jan 2020 01:06

9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.


მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.


„9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.



კომენტარები:

ფართი შოპი