"სკოლა "სასტვენიან ნაცებს" ეკუთვნის, ხო, ხო, ზუსტად ამ "ნაცებს", "ჭინკებივით" რომ დარბიან ქუჩა-ქუჩა და სხვებს მორალს უკითხავენ" - ჯონდი ბაღათურია

21 Dec 2019 00:08

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია „მწვანე სკოლაში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სადაც, რამდენიმე მოსწავლემ  თვითმკვლელობა სცადა.


ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ტრაგედია საპატრიარქოს, რომელიმე სკოლაში რომ მომხდარიყო, აშშ უკვე აღშფოთებული იქნებოდა, ევროპა შეშფოთებული, სახალხო დამცველი ძაძებს ჩაიცმევდა და "სასტვენიანი ნაცები" ტანსაცმელშემოხეულები, ჭინკებივით ირბენდნენ იმ სკოლის ირგვლივ, იქვე დიდი კოცონს დაანთებდნენ და დირექციის კოცონზე დაწვის მოთხოვნით შიმშილიბას გამოაცხდებდნენ, ხოლო ხელისუფლება .... ეს ჩვენი დოყლაპია ხელისუფლება, მარტო ამ სკოლის კი არა, საპატრიარქოს ყველა სკოლის არსებობის მიზანშეწონილობის საკითხს დააყენებდა და სრულიად სერიოზული, "ბრძნული" გამომეტყველებით დაიწყებდა მსჯელობას ამ საკითხის ირგვლივ“.

 

პოლიტიკოსი ინტერნეტმომხმარებლებს სთხოვს, მისი ეს სტატუსი გაავრცელონ და ხალხს შეატყობინოთ.   

 

არ გაინტერესებთ ახლა ეს ყველაფერი რატომ არ ხდება ?!
იმიტომ არ ხდება რომ სკოლა სწორედ ამ "სასტვენიან ნაცებს" ეკუთვნის, ხო, ხო, ზუსტად ამ "ნაცებს", "ჭინკებივით" რომ დარბიან ქუჩა-ქუჩა და სხვებს მორალს უკითხავენამათ გამოუძახეს პოლიციას და პოლიციის ძალით ცდილობდნენ, დაობლებული ბავშვის ოჯახისგან ფულის ამოღებას, ანუ წარწერით მიყენებული "ზარალის" ანაზღაურებას. ფულისთვის "აკაჩავებდნენ" და აშანტაჟებდნენ 7 საათის განმავლობაში, პოლიციის განყოფილებაში, სკოლა და პოლიცია ერთად 15 წლის მოზარდს ❗️❗️❗️“, - წერს ჯონდი ბაღათურია.


კომენტარები:

ფართი შოპი