"იმ კიბის თავზე, სახურავზე, ფანჯარაში ჩვენი თინეიჯერი შვილი შეიძლება მდგარიყო - საზოგადოების მიერ გარიყული, არ მოსმენილი, ნება წართმეული"- თინა ხიდაშელი

Facebook ამბები 19 Dec 2019 15:16

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"ამ ცხოვრების დედაც!
პატარა ბიჭმა ყველას დაგვიტოვა გზავნილი და მისმა სიკვდილმა გაგვანადგურა. თვითმკვლელობა არც გმირობაა, არც გამოსავალი.


პრობლემებს უნდა ვებრძოლოთ, არ დავუთმოთ. მაგრამ ამასობაში აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ, დავინახოთ, გავზომოთ, ვიმსჯელოთ. ხვალინდელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე დიდი სასოწარკვეთის დროსაც კი იმედის დასაბრუნებლად, გასამხნევებლად.


მეც ორი თინეიჯერის დედა ვარ, რომლის შვილების ბულინგს, შეურაცხყოფას პერიოდულად აქ ამ სივრცეში ბედავენ ხოლმე. ჭორებს უვრცელებენ, ყოველგვარ სისულელეს აბრალებენ.


იმ კიბის თავზე, სახურავზე, ფანჯარაში ჩვენი თინეიჯერი შვილი შეიძლება მდგარიყო. საზოგადოების მიერ გარიყული, არ მოსმენილი, ნება წართმეული.


არც კი ვიცი ამ ბოლო წლებში ასეთი თავზარდაცემული თუ ოდესმე ვყოფილვარ და მგონია რომ პრინციპში ალბათ ყველა ასეა.


და ამასობაში დღეს აქ ამ სივრცეში სასწაულები მხვდება.


ხელისუფლებას გაუმზადებია თვითმკვლელობების სტატისტიკა - ალბათ იმის სათქმელად რომ არაფერია არაჩვეულებრივი 15 წლის ბიჭის თვითმკველელობაში რომელიც პრინციპში პოლიტიკურ გზავნილს გვიტოვებს;


კონსოლიდირებულია აზრი ორი მხარის შესახებ, სკოლა და პოლიცია და იმის კვალობაზე ხმას ვის აძლევ ნაცებს თუ ქოცებს უკვე პოლიტიკური მესიჯ-ბოქსია ბრალის სრულად ერთმანეთზე გადატანაზე;


არადა თითქოს არც ისე დიდი დრო გავიდა რაფალიანცის ტრაგედიიდან და ორივე მხარეს ჭკუა უნდა ესწავლა;


PS. ვიცი დაწერენ სხვადასხვა ჯურის ბოტები და ტროლები და ამიტომ წინასწარ გაგახსენებთ, ამ ტრაგედიიდან 20 კილომეტრში ვიყრიდი კენჭს მაგრამ არც გურჯაანში ჩავსულვარ იმ ღამეს და არც ნაცებმა მოკლეს ბავშვი მიძახია."


კომენტარები:

ფართი შოპი