"ამაზრზენია იმის ყურებაა, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები! "- გიორგი ვოლსკი

Facebook ამბები 19 Dec 2019 15:10

გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:


"ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვანებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია დაინგრა. ამ ნანგრევებზე ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ახალი სტრუქტურებით და ლოიალობის უპრეცენტო ხარისხით. მაგრამ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად, ძველისაგან განთავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი. მორალური ნგრევისა და სისასტიკის ათეულობით წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და პერიოდულად გვახსენებს თავს მძიმე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიით. ამაზრზენია იმის ყურებაა, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები! ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს! ვუსამძიმრებ თვითოეულ ჩვენთაგანს!


ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას!"


კომენტარები:

ფართი შოპი