"ვოცნებობ გრემიზე" - ნინი შერმადინი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

15 Dec 2019 19:24

ნინი შერმადინი არის მომღრალი და გახლავთ თბილისიდან 


მაღიზიანებს - ტყუილი;

ვგრძნობ -  სითბოს;

მეშინია - ქათმების;

ვიცი - სიმღერა;

არ ვიცი - ქიმია;

შემიძლია - ყველაფერი;

არ შემიძლია - არაფერი არ არის შეუძლებელი;

ვმეგობრობ - რამდენიმესთან;

ვაპატიებ - ყველაფრის პატიება შემიძლია, თუ ადამიანი ინანიებს;

ვტირი - ყოველთვის, როცა მეტირება;

ვიცინი - ხშირად;

ვეძებ - ბედნიერებას;

ღირსი ვარ - წარმატების;

ვჩხუბობ - არ ვჩხუბობ;

ვკარგავ - სათვალეს ხშირად;

მშურს - არ ვიცი როგორია ეს გრძნობა;

ვემალები - არავის არ ვემალები;

ვემტერები - არავის არ ვემტერები;

მაინტერესებს - ყველაფერი;

არ მაინტერესებს - ჭორები;

მახსოვს - ყველაფერი;

მრცხვენია - არ მრცხვენია;

უარვყოფ - ნარკოტიკებს და მავნე ჩვევებს;

ვავადმყოფობ - არ ვავამდმყოფობ;

ვმალავ - ემოციებს, ხშირად;

ვინახავ - ჩემი შვილის წერილებს;

მწამს უფალი;

მიკვირს - ადამიანების უგულობა;

მიხარია - სხვისი წარმატება და კარგად ყოფნა, ჩემიც რა თქმაუნდა;

ვჭორაობ - დაქალებთან;

ვდარდობ - ამ ქვეყანაზე;

ვამაყობ - საამაყო ქართველებით;

ვაკეთებ - ბევრ რამეს;

ვეფერები - ყველას, ვინც იმსახურებს;

მსიამოვნებს - ყურადღება;

მესიზმრება - არ მესიზმრება, თუმცა თუ მესიზმრება მიხდება;

ვეხმარები - ყველას, ვისაც შემიძლია;

ვეწევი - არ ვეწევი;

მწყინს - უგულობა, უყურადღებობა, ტყუილი;

ვხარჯავ - ენერგიას;

ვღალატობ - საკუთარ ინტუიციას ხანდახან;

ვკამათობ - ხშირად;

ვუხეშობ - გააჩნია, ყოველთვის არა;

ვუსმენ - მუსიკას 24 საათი;

ვყოყმანობ - გადაწყვეტილებების მიღებისას;

ვკითხულობ - ყველაფერს: წიგნს, იფორმაციას, ჩანახატებს;

ვამზადებ - კერძებს კარგად;

ვუყურებ - ბევრ რამეს ტელევიზორს, საინფორმაციოს, შოუებს, ფილმებს... ბევრ რამეს;

ვკლავ - არ ვკლავ;

ვაფუჭებ - არაფერს;

ვცხოვრობ - ამერიკაში;

ვცემ - არასდროს არავინ არ მიცემია;

ვყვირი - არ ვყვირი, ხმას ვუფრთხილდები;

ვმღერი - ყოვლეთვის და ყველგან;

ვასრულებ - დავალებას;

დავდივარ - სამსახურებში;

ვმკურნალობ - წელზე;

ვერიდები - ცბიერ და მატყუარა ადამიანებს;

ვთამაშობ - სცენაზე;

ვიტყუები - როცა მგონია, რომ სიმართლე უფრო მტკივნეულია;

ვეთაყვანები - დედას;

ვგიჟდები – ნიჭიერ ადამიანებზე;

მიყვარს - ერთგულება;

ვოცნებობ - გრემიზე;

ვფიქრობ - რომ ყველფერი გამომივა;

მძულს - ორპირობა;

ვნანობ - ბევრ რამეს;

კმაყოფილი ვარ - საკუთარი თავით;

მენატრება - ჩემი შვილი, მამაჩემი და ოჯახი;

მსურს - იყოს მშვიდობა;

ვაგროვებ - არაფერს არ ვაგროვებ;

ვიხდი - გადასახადებს;

ვეჭვიანობ - არ ვეჭვიანობ;

ვკაიფობ“ - არ ვკაიფობ;

ვიზიდავ - არ ვიცი ვის ვიზიდავ;

ვალამაზებ - საკუთარ სახლს, ოჯახს, საკუთარ თავს და ვცდილობ, რომ ჩემს გარშემო ადამიანებსაც გავულამაზო ცხოვრება ;

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი