ინკების იმპერია

კულტურა 14 Dec 2019 20:43

ინკების იმპერიის დაარსებას მიაწერენ ლეგენდარულ მანკო კაპაკს. თავად ინკები თავიანთ ქვეყანას ტაუანტინსუიჰუს,  ანუ „ოთხი მხარის ქვეყანას“ უწოდებნენ, რადგან იმპერია ოთხ პროვინციად იყოფოდა (კუნტინსუიჰუ, კოლიასუიჰუ, ანტისუიჰუ და ჩინჩასუიჰუ).


სახლეწოდება ინკას მნისვნელობა უჩნობა, თუმცა ვარაუდობენ, რომ იმპერატორის ტუტული უნდა ყოილიყო, შემდგომ კი ესპანელებმა, მთელს იმპერიის სახელწოდებად აქციეს.


ინკები სახელმწიფო თუ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, თავიანთ ტერიტორიებზე სხვა ხალხებს ასაკლებდბენ. ამ ტერიოტორიებზე სავალდებულო იყო ინკების სახლმწიო ენა - კეჩუას ენა.


მათი რელიგიური წეს-ჩვეულებები ძალიან მკაცრი იყო.  მათ ზუსტ შესრულებაზე პასუხიმგებელი იყო ქურუმების კასტა. ინკების ღმერთბეი იყვნენ:

ინთი -  მზის ღმერთი;

დედა კილია - მთვარის ქალღვთაება;

დედა პაჩა - დედამიწის ქალღვთაება;

დედა კოჩი - ზღვის ღმერთი და სხვა. თითოეულ ღმერთს ცალკე დღესასწაული ეძღვნებოდა. ამ დღესასწაულების დროს სასმსხვერპლოზე აჰყავდათ ათასობით ადამიანი. მსგავსი რიტუალები, შიგნიდან ანადგურებდა მა იმპერიას.


ინკების სახელმწიფო ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა დედაქალაქი კუსკო, რომლის ტეერიტორიაზე ასობით სასახლე და ტაძაეი იდგა. მისი მოსახლეობა 300 ათასს აღწევდა.  იყოფოდა ორ ნაწილად და რამდენიმე კანჩასგან - კვარტლისაგან შედგებოდა.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, კუსკოს სატაძრო კომპლექსი, კორიკანჩი. რომელშიც მთავრი იყო მზის ღმერთის, ინთის ტაძარი,  შექმნილი ოქროს ფანჯრებით , კარებით, კედლებით, იატაკით, სახურავით და საკულტო ნივთებით.


მაჩუ- პიკჩუს მთის ძირში მდებარეობდა ინკების ერთ-ერთი გამაგრებული ქალაქი მაჩუ-პიკჩუ. ლეგენდის თანახმად ეს ქალაქი აშენდა 1438-1471 ინკა პაჩა-კუტეკის დროს.  მაშინ როც აესპანელება მთლიანად დაიპყრეს პერუ, მაჩუ-პიკჩუ  1572 წლამდე უკანასკნელ ბასტილიონად იდგა.  მეცნიერთა აზრით, მას ჰქონდა დასაცავი ციტადელი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქალაქი თავისებური ქალთა მონასტერი ყოილა, რომელსიც „მზის ქალწულები“ ბინადრობდნენ.


მაჩუ-პიკჩუ საკულტო სექტორის ყელაზე დიდი ნაგებობაა ინთიჰუატის კომპლექსი. რაც ნიშნავს მზის ღმერთის საპყრობილეს. ამ ნაგებობების თვაზე აღმართული გრანიტის მონოლითი - სამსხვერპლო. ზოგის აზრით, ეს მზის საათია და გვაფიქრებინებს, რომ მაჩუ- პიკჩუ მნიშვნელოვანი ობსერვატორიის ადგილი იყო.


1532-36 წლებში  ესპანელი კონკისტადორი ფრანსისკო ინკებს სასტიკად გაუსწორდა. მან ფატქობრივად, 4 წელიწადასი დაამხო ინკების იმპერია, გაანაედგურა მისი დედაქალაქი. მაჩუ-პიკჩ კიდევ დიდხანს იდგა, 1572 წლამდე, სანამ მისი ციტადელიც არ გაანადგურეს.  დამპყრობლებმა მითიური საგანძურის  და ელდორადოს ძიების გამო, მთლიანად დაამხეს და გაანადგურეს უნიკალური არქიტექტურა.


ინკების დაცემიტ წერტილი დაესვა ინდიელთა 2000 წლიან აცივილიზაციას. თუმცა ტომობრივ გაერთიანებას მაიც დიდხანს ინარჩუნებდნენ. მათ ხშირად უწევდათ ბრძოლა გადარჩენისთვის.  დღეისათვის ინდიელები ამერიკის მოსახლეობაშ აითქვიფნენ. მათი ისტორია ნანგრევებსა და ინდოსტანურ ლიტერატურა/ხელოვანებაშ აირეკლება.

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი