„დაიწყო ზემოდან გახდა... “მე შენთან ახლა სექსი უნდა მქონდესო“ - ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

სამართალი 08 Dec 2019 01:15

25 წლის ბიჭმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიციის მაღალჩინოსანმა ის ტყეში გაიტაცა და იარაღის მუქარით გააუპატიურა. უკვე 10 დღეა ის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და 7 ნოემბრის გახსენება უჭირს, ყვება, რომ პოლიციელი, რომელიც მას ძალადობისგან იცავდა, ოჩხომურის ხიდთან დაიბარა, მანქანაში ჩაისვა და გაიტაცა.


ბოლოს ის ტყეში აღმოჩნდა:


„დაიწყო ზემოდან გახდა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. იარაღი ამოიღო და ტანსაცმელი გადაყარა წინა მანქანაში. მე ვუთხარი, რას აკეთებ-მეთქი. როგორც კი გამოძრავებას დავიწყებდი, იწეოდა იარაღისკენ. მერე მუქარაზეც გადმოვიდა. მითხრა, მე შენთან ახლა სექსი უნდა მქონდესო. გამაფრთხილა, რომ რაიონში არ გავსულიყავი და ამ თემაზე თუ ხმას ამოვიღებდი, ძალიან ცუდი ამბავი მოყვებოდა ამას“ - ყვება დაზარალებული.


მისი თქმით, გაუპატიურების შემდეგ ის აირი დარსალიამ ტყეში მიატოვა. ახალგაზრდა პირველივე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართალდამცველებს მათი კოლეგის დანაშაულის შესახებ უამბო. ამის მიუხედავად, აირი დარსალიას 1 კვირის განმავლობაში არავინ შეხებია, ვიდრე ახალგაზრდამ შიშველი პოლიციელის ფოტოები პროკურატურაში არ მიიტანა, რომელსაც, ბიჭის თქმით, თავად დარსალია უგზავნიდა. მხოლოდ ამის შემდეგ ცნეს ის დაზარალებულად, აირი დარსალია კი დღეს დილით დააკავეს.


დღესვე სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

წყარო: „მთავარი არხი“



კომენტარები:

ფართი შოპი