"გვაქვს მზა პროექტი - 2021-24 წლებში, ქუჩასა და მიწურებში მცხოვრებ აბსოლუტურად ყველა ოჯახს აუშენდებათ ახალი სახლები"

06 Dec 2019 23:44

მოძრაობა "დავითი და თამარის" დამფუძნებელი, გიორგი ჩახაია სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს:


"როგორც იცით, გვაქვს ასეთი მზა პროექტი, რომ 2021-24 წლებში, ქუჩასა და მიწურებში მცხოვრებ აბსოლუტურად ყველა ოჯახს, აუშენდებათ ახალი სახლები. 


არადა, ეს პრობლემა ყველა ხელისუფლებას შეეძლო მოეგვარებინა, მაგრამ ვერ გაძღა მათი მუცელი. 


შევარდნაძის ხელისუფლებაზე რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვათ, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ხელისუფლებას მორალური უფლებაც კი არ აქვთ, რომ გაჭირვებულ ადამიანებზე კრინტიც კი რომ დაძრან.


სოციალურად დაუცველებს, როგორც ძაღლს, ისე რაღაც ნამცეცებს, „ძვლებს“ მიუყრიდნენ და დღესაც ასეა, ხოლო თვითონ, ბიუჯეტის - ხალხის ფულის ხარჯზე, მილიონები იშოვეს. 


მთავარია, არჩევნებში გავიმარჯვოთ და ერთი ადამიანიც კი არ იცხოვრებს ქოხში. ეს ისედაც კი არაა რამე სასაუბრო, სალაპარაკო. 


მე ვარ გიორგი ჩახაია, 35 წლის, პროფესიით ფინანსისტი, აუდიტორი, საკუთარი ქვეყნის და რიგითი, გაჭირვებული ხალხის რ ე ა ლ უ რ ა დ ქომაგი და პატრიოტი. 


დიდი ხანია ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის, 2020 წლის არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებ მონაწილეობას და ჩვენ ახალ ძალას ერქმევა „დავითი და თამარი“.


ჩვენი ოფისის მისამართია: თბილისი, პეკინის გამზირი 34, მე-3 სართული, ოთახი 306.


გთხოვთ, არ დაიზაროთ და „გააზიაროთ“ მეგობრებო, ასევე სხვა ადამიანებსაც მაქსიმალურად მოუყვეთ ჩვენი ახალი ძალისა და ჩემ შესახებ. 


პატივისცემით,

გიორგი ჩახაია"-  წერს ჩახაია.


კომენტარები:

ფართი შოპი