სამკაული მტკვარ - არაქსის კულტურიდან

კულტურა 06 Dec 2019 23:29

მტკვარ-არქსის კულტურის სახელით იხსენიება ახალი კულტურა საზოგადოების განვითარების ისტორიაში, რომელიც ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის შუა ხანებიდან იწყება. ეს კულტურა ცნობილი გახდა XX  საუკუნის 30-იან წლებში, მდ.მტკვრისა და მდ.არაქსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლების საფუძველზე. თავდაპირველად მას ბორის კუფტინმა ენეოლითური ხანის ძეგლები უწოდა, თუმცა შემდგომ უკვე დადგინდა რომ ეს იყო ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც არამარტო მდ.მტკვარსა და მდ. არაქსს შორის მოქცეულ ტერიტორიებს, არამედ ამიერკავკასიას და ჩრდილო-აღმნმოსავლეთ ანატოლიამდეც ვრცელდებოდა.


მტკვარ-არაქსის კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება მეტალურგიის განვითარება. მრავლად გვხვდება ლითონის მოპოვების და დამუშავების ნაშთები. მან უკან მოიტოვა ის ხანა, როდესაც სპილენძისაგან იშვიათად ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთებს, ამ პერიოდიდან კი დაიწყო მეტალურგიის ახალი ერა, რომელიც ხასიათდებოდა ლითონის მოპოვებით, მისი გამოდნობით და დამუშავების ტექნიკით.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ პერიოდის სამკაული, რომლის ფორმებიც ძირითადად ადგილობრივი უნდა იყოს.


პირველ რიგში აღსანიშნმავია ქინძისთავები, . საქართველო ტერიტორიაზე გავრცელებულია ამ სამკაულის მრავალგვარი ფორმები გვხვდება. აქ ცნობილი იყო, მოზრდილი ქინძისთავები ბრტყელი თავით, ოროვე ბოლო სპირალით მთავრდება. მსაგვსი ქინძისთავები გხვდები ოსეთშ, ყობანის ხეონბაში., აგრეთვე აღმოსავლეთ ანატლოაშიც და მახლობელ აღმოსავლეთში ჩვენთან კი გვხდება ქვაცხელებზე, ურბნისისა და ძაღინას სამარხებში. გვხვდება აგრეათვე საკინძები ორმაგი სპირალით, „ცხვრის რქისებური“ დახვეული თავით. გავრცელებული იყო მახლობელ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში.


საყურადღებოასაჩხერის ყორღანულ სამარხებზე აღმოჩენილი, ორი დიდი ზომის მსგავსი იპოვეს ქინძისთავი. ერთ-ერთ მათგანს მარყუჟებიანი თავი აქვს,(ანალოგები არ გვხვდება), ხოლო მეორეს T –ს ფორმის. მრყუჟისთავიანი ქინძისთავები მომცრო ცალები, საქართველოში ცნობილია ძაღინას სამარონვნოდან, ამიან-გორის ნასახლარიდან და კორინთოს სამარხიდან.აგრეთვე დაღესტანშიც. საერთოდ ასეთ ი ქინძისტავები ფართოდაა გავრცელებული ძველ აღმოსავლურ სამყაროში, მაგრამ სარამ საჩხერი სეგზემლარი, მაინც რამდენადმე თავისებურია.ზუსტი ანალოგი მოგვეპოვება ჩრდილო სირიასი ამუქის H ფაზიდან. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საჩხერის ყოღანში მარყუჟისთძავიანი ქინძისთავები საკმაო რაოდნეობით გვხვდება, ხოლო სხვაგან, მხოლო დთითო ეგზემოლარი., შეასძლოა ესენი გავრცელდა სამხრეთით ჩრდილოეთიდან.

რაც შეეხება T-ს ფორმი სქინძისთავებს , მტკვარ-ააქსის გავცელების არეალში, ის ძირითადად საჩხერეში გვხვდება საკმაოდ დიდ რაოდენობით. ხოლო თითო ცალი ამ სხის ქინზისთავის, აღმოჩენილი აქვაცხელებსა და ხიზანანთგორის ნამოსახლარიდან. მსგავსი ტიპის, T-ს მსგავსი ქინძისთავები ძირითადად შიდაქართული წრისთვისაა დამახასიათებელი და შესაძლოა ზოგიერთი ტიპის იარაღ-სამკაულიც სწორედ აქ ჩამოყალიბდა.საჩხერეს სამაროვანში ლითონის სამკაულის მრავალგავრი ფორმეი გვხვდება: ღიზისებური, თოხისებური, დისკოდალური, კოვზისებური საკიდები. სპირაული სამაჯურები, სასაფეთქლე რგოლები, მძივებიც და სხვ.


ქვაცხელის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია ბრინჯაოს ფირფიტისგან ნაკვეთი ორნამენტირებული დიადემა.  ამ დიადემაზე გამოსახულია ასტრალური ნიშნები, წლის ფრინველები და ირმები. ფიქრობენ რომ ეს დიადემა ზოგიერთი ტექნიკური დეტალით, ძლიერ წააგავს ურის სამაროვანზე აღმოცენილ დიადემას.

ქვაცხელებს ერთ სამარხსი, ისეტვე თოხისებური საკიდები აღმოჩნდა, როგორც ქორეთის ერთ-ერთ ყორღანულ სამაროვანზე.  ამ პერიოდში ყვირილას აუზი ზემო წელზე საკმაოდ მძლიერი მეტალურგიული ცენტრია ცამოყალიბებული , საიდანა ცმოდის ლითონი სჭარბი პროდუქცია მოდის.  როგორც ჩანს აქ უნდა გამოსულიყ იარაღ-სამკაულები. თუმც არა ჩანს , საიდან მარაგდებოდა იგი ლითონის მადანით. შესაძლოა აქ არსებბდა სპილენძის სპელნძის მცირე საბადოები, თუმცა აქტრიურმა ექსპლუატაციამ ის გამოლია. არც ისაა გამორიცხული რომ აქ მადანი გარედან შემოდიოდა , ჭოროხის აუზში, ბოხჩორის მხარეში, მურღულის მდიდარი საბადოები ძვ.წ. მე-4 ათასწლეულიდან არსებობდა.


როგორ და რა გზით შემოდიოდა მადანი სახელოსნოებში უცნობია, თუმცა ჩანს რომ იგი უწყვეტად მიეწოდებოდა. ამ დროისათვი სგავრცელებულია დარიშხნიანი სპილენძი, რომლიც სამხრეთიდნ უნდა იყოს გავრცელებული, სავარაუდოდ შემოდის ანატოლიიიდან. უფრო მაღალი შემცველობა გვხვდება სამკაულში, და ის უფრო მეტ ბზინვარებას ანჭებდა მას. სამაგიეროდ, უკარგავს ძალას და ლითონს უფრო მყიფეს ხდის.


რას შეეხება სხვა ითონების გამოყენებას. ამირანის გორაზე ვხვდებით ტყვიი სსაკიდს და ვერცხლის ზამბარისებურ ხვიას. ერთ0-ეღტი ვერცხვლის ხვია ნაპოვნი იყო ქვაცხელების სამარხშიც. როგორც ჩანს მტკვარ-არაქსის კულტურაში ვერცხლის გამოყენება უფრო ადრე დაიყეს ვიდრე ოქოროს.  თვითნაბადი ვერცხლი ამიერკავკასიაში ცნობილი არ არის, ამიტომ შესაძლოა, რომ ისიც ანატოლიიიდან შემოდიოდა.


ამრიგად ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში ამიერკავკასიაშია და საერთოდ კავკასიაში ძირიატადად დარიშხნიანი ბრინჯაო ბატონობს. სწორედ მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელ ხალხ მიუძრის უდიდესი წილი დარიშხნიანი ბრინჯაოს დანერგვაში. ამ პერიოდიდნ ჩნდებ ამოთხოვნილება ლითონის საგნებზე, როგორც იარაღაებზე, ისე სამკაულზე.


ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი