"ნაციონალებს" ათასობით დანაშაული აქვთ ჩადენილი" - ირაკლი კობახიძე

02 Dec 2019 22:55

„ნაციონალებს“ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ წლობით იწელება შესაბამისი საქმეების გამოძიება, - ასე უპასუხა პრლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ დადგა ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ.


"შვიდი წელი არ უნდა სჭირდებოდეს ისეთი საქმეების განხილვას, სადაც ძალიან ცხადად ჩანს, რომ ადამიანს აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. სამწუხაროდ, „ნაციონალებს“ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ წლობით იწელება შესაბამისი საქმეების გამოძიება და ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ობიექტური საფუძველი შეიძლება ამას აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ უფრო ადრე დამდგარიყო ეს განაჩენი. რეალურად, საუბარია ათასობით დანაშაულზე, რომელიც „ნაციონალების“ მიერ არის ჩადენილი. მათი დანაშაულების კატეგორია იყო წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისთვის და ა.შ. ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალებთან, ამ შემთხვევაში განაჩენი დადგა ნიკანორ მელიასთან და ბუნებრივია, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მას შეუწყდეს სადეპუტატო მანდატი", - განაცხადა კობახიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი