"ქვეყანაში უნდა დამთვარდეს პოლირიკური სპექტაკლები და დაისაჯონ დამნაშავეები" - ირმა ინაშვილი

02 Dec 2019 01:00

„ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლები და დაისაჯონ დამნაშვეები, აქ ვგულისხმობ სააკაშვილებს და ბოკერიებს”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერებთან შეკრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.


ირმა ინაშვილის თქმით, მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ.


„პირველი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა. ჩვენ რეზოლუცია მეორედ დავარეგისტრირეთ პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს წინა რეჟიმის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას, მაგრამ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ ის რეზოლუცია. ყველას გვახსოვს, გამოვიდა „ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ბრძანა, რომ სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეები არსებობს და მტკიცებულებები წინა რეჟიმის ფიგურანტებზე. შესაბამისად, ჩვენ ვსვამთ საკითხს, დაიძრას ეს საქმეეები, გადმოიღოს პროკურატურამ თაროდან და დაისაჯონ დამნაშავეები. მეორე მოთხოვნა ჩვენი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და კარგია, რომ დაიწყო საუბარი. პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან უნდა გადავიდეს კვლავ პარლამენტში”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი