იტალიური მედალიონები ჩაჟაშიდან

კულტურა 02 Dec 2019 00:51

სვანეთმა დიდი რაოდენობით შემოგვინახა შუასაუკუნეების ხელოვნების ძეგლები აღმოსავლეთის თუ ევროპის ქვეყნებიდან. ასეთებია: იატლიური ჯვარი იანშინის ეკლესიიდან; შაუსაუკუნეების გერმანული ჭედურობის ნიმუში, ვერცხლის კათხა უშგულიდან; სასანური სურა სოფელ ხედან და სხვა.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩაჟაშის  მაცხოვრის ეკლესიაში დაცული ნივთები. რომელთა შორის ყველაზე საინტერესოა აჟურული მედალიონები, სხვადასხვა გამოსახულებებით. ასეთი მედალიონები სულ ოთხია.  1960 წლამდე ცნობილი იყო მხოლოდ სამი მედალიონი, შემდგომ კი ჩაჟაშში აღმოჩნდა კიდევ ერთი.


ოთხივე მედალიონი ტყვიისა, დამზადებულია ჩამოსხმით. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია მოცეკვავე წყვილები, მეორეზე-მუსიკოსები, დანარჩენ ორზე კი - შეწყვილებული ლომები და ორთავიანი არწივი.  განვიხილოთ თითოეული მედალიონი:


1.დიდი მედალიონი

აქ წარმოდგენილი კომპოზიცია შედგება ორი სიმეტრიული ნაწილისგან. ცენტრს იკავებს სპირალურად მდგარი ხე, რომლის ორივე მხარეს მოცეკვავე წყვილები დგანან. მოცეკვავე წყვილები თითქმის ორეულებს ქმნიან, მათი ცეკვა მოგვაგონებს მენუესტისმაგვარ ცეკვას.

 


2.მედლიონი მუსიკოსებით

აქ წარმოდგენილი კომპოზიცია შედგება მუსიკოსთა წყვილისგან.  ცენტრს იკავებს მცენარეული მოტივი, რომლის ორივე მხარეს ფიგურებია განთავსებული. მარცხნივ- სამსიმიან ვიოლინოზე დამკვრელი მამაკაცი, მარჯვნივ-დაირაზე დამკვრელი ფიგურა.  ფიგურებს სახეები ცენტრისკენ აქვთ შებრუნებული.


3.მედალაიონი ლომებით

აქ წაერმოდგენილი კომპოზიცია ორსართულიანია. ქვედა ნაწილში გამოსახულია ლომები, ზემოთ-- არწივი. ქვედაა ნაწილი რვათაღიანია.


4.მედალიონი ორთავიანნი არწივით

მედალიონის შიდა არეს წარმოადგენს  ორთავიანი არწივი.  მარასებურად გაშლილი კუდი ქვედა კიდე ეყრდნობოდა. სხეული ფარფოისებურადაა დამუშავებული.

მედალიონებისთვის დამახასიათებელია ქვედა სეგმენტის თაღედების მოთავსება, რომელიც თავისი რიტმით გვაგპონებს ადრეგოთური იტალიური ტაძრების ფასადებისთვის ჩვეულ თღედების მწკრივს.


რაც შეეხება მცენარეულ ორნამენტს, რომელიც ამ მედალიონებზეა წარმოდგენილი, წააგავს გოთურ ტაზრებში ქანდაკებების ზემოთ აღმართულ საფეხურებიან თაღედებს.


მედალიონის ფიგურები  დიდ სიახლოვეს ამჟღავნებე XIII-XIV საუკუნეების ევროპული მმინიატურების გამოსახულებებთან, უმტავრესად იტალიურთან და ფრანგულთან.


განსაკუთრებით აღსანიშნავია მედალიონები, რომლებზეც გამოსახულია ლომები და რწივი. ლომების გამოსახულები გვხვდება ძირითადად შუა საუკუნეების იტალიურ ქსოვილებზე, რაც შეეხება ორთავიან არწივს, იგი ხშიარად გხვდება შუასაუკუნეების ხელოვნებაში, დეკორატიულ ორნამენტად.


მედალიონებსი კომპოზიციების სტილისტური ანალიზის საფიზველზე, შეგვიზლია სვანეთში დაცული ეს მედალიონები XIII საუკუნით დავათირიღოთ.  


ევროპაში ტყვიის მხატრულ ნაკოთობათა დამზადებს შესახებ უმრავი მითითება არსებობს. მათ დამზადებას და შემდეგ ფართო გავრცელებას ხელი შეუწყო ტყვიის დამუშავების სიადვილემ და მისმა უმნიშვნელო ღირებულებამ, აგრეთვე დიდმა მოთხოვნილებამ მხატრული ხელოსნობის მსგავს ნივთებზე. ეს დარგი ევრპაში XII საუკუნეში ჩაისახა და გვრცელდა ყველა კულტურულ ცენტრში. ტყვიის ეს პატარა ნივთები გამოიყენებოდა, როგორც პილიგრიმებსი ნიშნები. რელიგიური აჟურული რელიეფების გვერდით , იქმნებოდა ტყვიის რელიეფების მეორე ჯგუფ- პატარა აჟურული ოლოფები სარკეებისათვის.

სვანეთის მედალიონები მიეკუთვნება მეორე ჯგუფს. შეიცავს საერო და გალანტურ სცენებს-მუსიკოსებს, მოცეკვავე წყვილებს, მხედრებს. ოქტავ ჰომბეგის კოლექციის ნივთებიდან, ყურადღებას იქცევს მედალი მუსიკოსებით, რომელიც აქ წარმოდგენილ მუსიკოსებიან მედილიონი ზუსტი ასლია.  ეს მედალიონი ზუსტად თარიღდება XIII საუკუნით.

სვანეთის მედალიონზე ვხვდეით აგრეთვე ლათინურ წარწერას:


„მაგისტრმა პეტრატიუსმა, მილენელმა, მე შემქმნა."

ეს მიგვითითებს დამზადების ადგილზე, ანუ მედალიონები მილანშია დამზადებული.


სვანეთის მედალიონები იწვევენ მნიშვნელოვან ინტერესს, როგორც იაშვიათი მიმუშები ტყვიის ნაკეთობებისა, რომლებიც უამრავი რაოდენობით მზადდებოდა ევროპაში, შუა საკუნეებში და ძლაიან მცირე რაოდენობით მოაღწია ჩვენამდე. ამ მედალიონებში კი ყველაზე საყურადღებოა, რადგან ხელმოწერილი ძეგლია, სადაც მოხსენიებულია უცნობი მილანელი ოსტატი.



წყარო: მაჩაბელი კ. "სვანეთის საგანძურის ერთი ძეგლი"   [ძეგლის მეგობარი]

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი