„გვინდა, რომ პროცესები რუსთაველის გამზირიდან გადავიდეს პარლამენტში" - ნინო ბურჯანაძე

02 Dec 2019 00:51

თუ ხელისუფლება არ აპირებს არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას და განხილვას, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა უბრალოდ დიპლომატებთან ქულის ჩასაწერადაა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი და სურს, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.


„გვინდა, რომ პროცესები რუსთაველის გამზირიდან გადავიდეს პარლამენტში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამიტომ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან. თუ ხელისუფლება არ აპირებს არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას და განხილვას, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა უბრალოდ დიპლომატებთან ქულის ჩასაწერადაა. თუ აპირებენ ჩვენი არგუმენტების მოსმენას, მზად ვართ, რომ ეს არგუმენტები წარვუდგინოთ. იმედი მაქვს, ხელისუფლება იქნება გონიერი და შეისმენს არგუმენტებს,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი