"ივანიშვილი ქვეყანას მიათრევს საჯდომში, კულტიც აქვს საჯდომის და ცოცხის" - მიხეილ სააკაშვილი

02 Dec 2019 00:43

უნდა შიქმნას იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი და უმეტესობა არის იდენტიფიცირებული, ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, სცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში, ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი და დავიწყოთ სამართლიანი პროცედურა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.


„რა თქმა უნდა, ივანიშვილის პერიოდში ამას შეიძლება ეგრევე ეფექტი არ მოჰყვეს, მაგრამ ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მე მინდა ვუთხრა პოლიციელებს, ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად - დამთავრდა ახლა აქ ბაირამობა და ლობიოობა. ლობიოობა თქვენ ის გგონიათ, იმ ე.წ პრეზიდენტს, ივანიშვილის მახინჯ თოჯინას რომ ჰგონია, რომ ლობიოობის დროა. ხალხზე ხელის აღმართვა არ ეპატიება არავის, დროზე მოეგეთ გონს, ჩვენ ხვალიდან ვქმნით ამ იურისტების ჯგუფს ფაქტი უნდა იყოს შესაბამისად გამოძიებული“,- განაცხადა სააკაშვილმა.


„ივანიშვილმა უკვე დაანონსა, რომ ის აპირებს საქართველოდან ქართველების გაგდებას. ეს არის რუსული გეგმა საქართველოს დაცლის, პუტინს აღიზიანებს ქართველები, არ ენდობა ქართველებს და მათი ყოფნა საქართველოში არ მოსწონს. პუტინმა ეს გეგმა გაახმოვანა. მე ვეთანხმები შემოქმედის ეპარქიის ხელმძღვანელს, წინამძღოლს მეუფე იოსებს, რომ ეს არის სუფთა რუსული გეგმა. ამიტომ ჩვენ გვმართებს ქმედება, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა დავამთავროთ ეს წყვდიადი. ჩვენ მართლაც შევქმნით ბევრ სამუშაო ადგილს, ჩვენ მართლა შემოვიტანთ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას საქართველოში, ჩვენ მართლა გავხსნით ყველაფერს იმას, რასაც ივანიშვილი ჰპირდებოდა და არ გააკეთდა და რასაც ჩვენ ვაკეთებდით და არ დაგვცადდა. ბევრად მეტი გამოვა და ბევრად მეტს გავაკეთებთ“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.


ის დღეს ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებასაც გამოეხმაურა, რომელიც იქ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისვლას მოჰყვა.


„ახლა მოდის ინფორმაცია, რომ ერთი ჯგუფი „ქართული ოცნების“ სახელმწიფო მოხელეების, სინამდვილეში, ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ-მირონის პადელნიკების - ამ ნიშნით ეწყობიან დღეს საქართველოში საჯარო სამსახურში, თავს დაესხა ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არის ნამდვილად საჯდომის კულტის მსახურები, საჯდომს ვერ გასცდნენ, საჯდომს და ცოცხებს. ეს არის იდეოლოგია ივანიშვილის - ქვეყანას მიათრევს საჯდომში, თვითონ თავს გრძნობს კარგად საჯდომში და კულტიც აქვთ საჯდომის და ცოცხის“, - განაცხადა სააკაშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი