ზიკურათი - წინა აზიის წამყვანი სატაძრო ძეგლი

კულტურა 29 Nov 2019 01:18

წინა აზიური ქალაქი თეოროკრატიული ორგანო იყო, ქალასი ყველა ნაგებობა განთავსებული იყო ციტადელს შიგნით. ზოკურათი წარმოადგენდა სატაძრო ნაგებობას, ტაძარ-კოშკს.


ეს იყო ტრაპეციის ფორმის ნაგებობა, რომელიც სამი ნაწილისგან (სართულისაგან) შედგებოდა. თითოეულ სართულს ჰქონდა თავის ფუნქცია. მას ჰქონდა ორი გვერდითი და ერთი ცენტრალური კიბე, რომელიც ფუნდამენტიდან მიემართებოდა მეორე სართულისკენ. მესამე სართულს კი წარმოადგენდა თეთრი ტაძარი.


შუმრეში ძირითადად სამსაფეხურიანი ზიკურათები იყო გავცელებული, ბაბილონში კი - შვიდსაფეხურიანი. ის შენდებოდა მთავარი ღვტაების სახელზე, რომელსაც ალიზ-აგურისაგან აგებდნენ. ზიკურათი ძირითადად ისე შენდებოდა, რომ მთის ასოციაცია გამოეწვია. აღმართავდენ ხელოვნურ მიწაყრილზე და შენობა მის გაგრძეებას წარმოაფგენდა. ისეთ ადგილებში კი, სადაც მისი მშენებლობა შეუძლებელი იყო, სალოცავის  როლს, თავად მთის მწვერვალი ასრულებდა. ზიკურატის საფეხურებზე გაშანებული იყო მცენარეები, ხეები კი იწვევდა მიწის გულიდან ამოზრდილი მთის ილუზიას.


დაწვრილებით განვიხილოთ ზიკურათი, ურის ზიკურათის მაგალითზე:

ურის ზიკურათი  აშენდა ური სმესამე დინასტიუის მმართველის ურნამუს მიერ ძვ.წ. 2047- 2030. შედგებოდა სამი მასიური კოშკისგან, რომელიც ერთმანეთზე იყო დადგმული. მისი სიმაღლე იყო 30მ,  სიგანე - 45მ და სიგრძე - 64მ. მისი აგებას დაახლოებით 720 ათასი ალიზ-აგური დასჭირდა. თითოეული აგურის წონა 13-14 კგ იყო. ქვედა საფეხურის შიდა სივრცე თითქმის არ ჰქონდა, ის იყო მთავარი საყრდენი ტაძრისთვის. მეორე საფხურზე საშუალო ზომის ოთახი იყო განთავსებული. მესამეზე კი- მთავრი ტაძარი იყო აღმართული.


ურის ზიკურათის სამივე საფეხური სხვადასხვა ფერია. ქვედა- შავი ბითუმით შეღებელი, შუა- წითელი, (გამომწვარი აგურის ფერი), ხოლო ზედა, ტაძარი - თეთრი ფერით, აქ შესვლის უფლება მხოლოდ ქურუმს ჰქონდა, რომელიც მონაწილეობდა საკრალურ ქორწინების რიტუალში და ასევე აწარმოებდა  ვარსკვლავებზე დაკვირვებას.


ზიკურათზე ასვლა შესაძლებელი იყო აღმოსავლეთიდან მიდგმული გარეთა კიბით, რომელსაც ეკვროდა ორი გვერდითი კიბე. კიბეებოი დაახლოებით 100 საფეხურისგან შედგებოდა.


ამრიგად, ზიკურათი წარმოადგენდა წინა აზიის წამყავან სატარძო ძეგლს, რომელიც ამ პერიოდის განვითრებას ასახავს. 

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი