"შაჰ-აბასმა ვერ გადატეხა ქართველი ხალხის ნება და ივანიშვილიც ვერ გადატეხავს" - გიორგი მარგველაშვილი

25 Nov 2019 20:49

ფაქტი ერთია, საზოგადოება ამ შეურაცხყოფას, ამ თაღლითურ სქემას, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, არ მიიღებს,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.


როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ერთი კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ. მისივე თქმით, არ არის საინტერესო, რას ამბობს „ქართული ოცნება“ , საინტერესოა ხალხის ნება.


„ პლებისციტი და ეს რაღაც მოკვარახჭინებული თეორიები, რომლებიც ჩნდება , რომ როგორმე გამოძვრნენ სიტუაციიდან, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. არაა საინტერესო ამ ეტაპზე, რას გამოაცხობს „ქართული ოცნება“ ეგრეთ წოდებული პოზიციის სახით, საინტერესოა მხოლოდ ქართველი ხალხის ნება, , ნება რომელიც მე არ მინახავს შეცვლილი ბოლო 30 წელია. ძალიან ნათელი დღის წესრიგია პროპორციული არჩევნები.


სამწუხაროდ, ერთი კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ , იმიტომ რომ ძალა გამოიყენა. რაღაცის ძალით წართმევა ძარცვაა. იმედი მაქვს, ვინმეს მაინც ექნება იმდენი შეგნება, რომ არ გადავიდნენ ყაჩაღობისკენ არის ტენდენცია ყაჩაღობისკენ, რომ ძალით მიიტაცონ ქვეყანა. არ გამოუვათ ეს.

შაჰ-აბასმა ვერ გადატეხა ქართველი ხალხის ნება და ივანიშვილი, კალაძე და ეს ჯგუფიც ვერ გადატეხავს. „ქართულმა ოცნებამ“ თავის უნდა დაანებოს თაღლითურ სქემებს და დანაპირები შეასრულოს“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას, მარგველაშვილი აცხადებს, რომ „ამ თაღლითური სქემების ეთერში გარჩევას არ აპირებს“.


„ არ იციან ისტორია არ იციან პოლიტიკა, არ იციან რა ღირებულებებით ცხოვრობს ქართველი ხალხი. ჰგონიათ, რაც თვითონ აქვთ გულში, ეგაა საზოგადოების მაჯისცემა. ასე არაა. ნუ მაკეთებინებთ კომენტარს ამ რაღაც ანეგდოტურ თაღლითობებზე“,-აღნიშნა მარგვლაშვილმა.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი