"კარიერაში საკმაოდ მაქსიმალისტი ვარ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა"- კრისტი ყიფშიძე

23 Nov 2019 19:50

მე ვარ - კრისტი; 


ყველაზე ხშირად ვკარგავ - ვცდილობ არაფერი დავკარგო,საკმაოდ ფრთხილი ვარ და სულ რაღაცეებს ვამოწმებ;


მენატრება - ბავშვობა;


ერთი დღით ვიქნებოდი - ჯადოქარი;


ჩემი ყველაზე დიდი წარმატება - ვფიქრობ, კარიერაში საკმაოდ მაქსიმალისტი ვარ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მაინც ჩემი შვილია.


ვნანობ - არაფერს;


მეგობარია, ის ვინც - მუდამ გვერდში გიდგას; 


ქალს შევადარებდი - კონკრეტულად არაფერს, მაგრამ ქალი ძალიან ლამაზია; 


გამოცდილებამ მასწავლა - ბევრი რამ და კიდევ უფრო მეტი მინდა ვისწავლო, მიზნის მიღწევისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოცდილებაა;


სიყვარულ - არის ყველაფერი;


ჩემი ჰობი - ცეკვა;


ვპატიობ - ყველას ყველაფერს, მალე მავიწყდება რაღაცები, უბრალოდ მერე ვეღარ ვურთიერთობ;


ბედნიერება - როცა გყავს ოჯახი, შვილები, საყვარელი საქმე;


წიგნი, რომელიც განსაკუთრებით მომწონს - თამაში ჭვავის ყანაში;


არასდროს არავის მისცე უფლება - არავის არაფრის უფლება არ უნდა მისცე, შენი უნდა გაიტანო, არავის არ უნდა მოუსმინო!


ქორწინების მერე იცვლება - ქორწინების შემდეგ ბევრი რამ იცვლება, ამიტომ სანამ  გათხოვდები კარგად უნდა დაფიქრდე, მაგრამ სანამ არ იცხოვრებ მაინც ვერაფერს მიხვდები, მარტო ქორწინების მერე არა, ყველაფრის მერე რაღაც იცვლება, ცხოვრებას აქვს თავის ეტაპები;


მიკვირს ქალების - რომლებიც იტანენ  ძალადობას, მაგრამ არც არაფერი მიკვირს, ყველას თავის ცხოვრება აქვს;


ადამიანში მაღიზიანებს - ტყუილი, ფარისევლობა, უზრდელობა; 


პოზიტიურ განწყობას მიქმნის - მუსიკა და მზიანი ამინდი.

ავტორი: ლანა ბიბილურიძე

კომენტარები:

ფართი შოპი