"ამ ულამაზესმა და მხიარულმა გოგომ გააკეთა ის, რომ დღეს ჩემი წილი საქართველო "შემყავს" ევროპაში აუდიტორიების და მეცნიერების გზით"- ოთო აბესაძე

19 Nov 2019 18:14

ქრთამის აღების ფაქტზე ნასამართლები, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, სოციალურ ქსელში თავის ცოლზე - დეა აფციაურზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:


"როდესაც დამაკავეს შენ იყავი ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ბოლომდე ჯეროდა.


როდესაც ორივემ გავიგეთ, რომ მინიმუმ 6 წელი მემუქრებოდა ციხეში ჯდომა, მოგწერე ციხიდან წერილი, რომ მიგეხედა შენი ცხოვრებისთვის... შენ კიდევ 1 კვირაში ციხეში გამომყევი ცოლად ❤


როდესაც 6 თვეში დავტოვე ციხე და ვიყავი ძალიან მძიმედ შენ აკეთებდი ყველაფერს, რომ მე ფიზიკურად ფეხზე დავმდგარიყავი და მუშაობდი 5 ადგილზე, რომ წამლები არ მომკლებოდა.


როდესაც დავიწყე ტაქსის მძღოლად მუშაობა შენ, შენი ლამაზი ხელებით მირეცხავდი და მასუფთავებინებდი შენივე მანქანას, რათა კომფორტულად მემუშავა❤


როდესაც ღამე დაღლილი ორივე სახლში მოვდიოდით ფეხზე დამდგარს გეძინა, მაგრამ მაინც გვერდით მეჯექი და მაწერინებდი სამეცნიერო სტატიებს.


როდესაც გირაოს ქვეშ მყოფისთვის, რომელსაც საბუთებიც კი არ მქონდა და არანაირი პერსპექტივა არანაირი სამსახურის, როდესაც ვიძინებდი ღამე ჩემს გარეშე აგზავნიდი ჩემს cv-ს და სამეცნიერო სტატიებს უნივერსიტეტებში❤ არ ნებდებოდი ❤ უბრალოდ გჯეროდა.


როდესაც საქართველოდან სამუდამოდ წასვლას ვფიქრობდი შენ ჩემგან მალულად ჩემს სამეცნიერო სტატიებს აგზავნიდი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ❤


გირაოს ქვეშ მყოფი, როდესაც ჩემი მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო 2 წლის განმავლობაში იჯექი, ასო-ასო ქექავდი ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ მრავალტომიან საქმეს და პოულობდი ჩემს სასარგებლო ნიუანსებს ❤


ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ეს ყველაფერი არის 100%-ით შენი დამსახურება ❤


სულ გვერდზე მედექი და მამხნევებდი, რომ ბოლომდე გვებრძოლა... შენ გჯეროდა ჩემი, რომ არ ვიყავი მექრთამე და ეს დადასტურდა. დადასტურდა რომ არ ვარ კორუმპირებული და მექრთამე და ეს შენი წყალობით მოხდა ❤


სულ მახსენდება შენი ქცევები... როდესაც სამეცნიერო ნაშრომების გაგზავნაზე მელაპარაკებოდი მე არც კი გისმენდი და უჩემოდ გააკეთე ის, რომ დღეს კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ვარ ????❤


ვერცერთ ოცნებაში ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც შენ მე შემაძლებინე და მთლიანად შენი დამსახურებაა ის, რომ დღეს მე რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და გერმანიაში ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი ვარ ❤


ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე შენი დამსახურება !


მიყვარხარ ძალიან და უბრალოდ მადლობა ❤ მადლობა, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში ❤


შენ ხარ N1 ქართველი❤ N1 ადამიანი დედამიწაზე ❤


ამ ულამაზესმა და მხიარულმა გოგომ გააკეთა ის, რომ დღეს ჩემი წილი საქართველო "შემყავს" ევროპაში აუდიტორიების და მეცნიერების გზით"
- წერს ოთო აბესაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი