"იყო ინფორმაცია, რომ ძალის გამოყენებას აპირებდნენ, თუმცა ჯერჯერობით სიმშვიდეა"- დავით ბაქრაძე

18 Nov 2019 10:11

არავინ აპირებს დაშლას და სახლში წასვლას, სანამ გამოსავალი არ მოიძებნება კრიზისიდან, მანამდე პროტესტი გაგრძელდება,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, ღამემ მშვიდად ჩაიარა და პროტესტი გაგრძელდება.


მისივე განცხადებით, იყო ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ძალის გამოყენებას გეგმავდა, თუმცა ამ დროის მდგომარეობით ტერიტორიაზე სიმშვიდეა და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას "ეყოფა გონიერება, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ.


"აქ არიან აქტივისტები, ახალგაზრდები, ვართ ოპოზიციის ლიდერებიც, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, რომ სიმშვიდე და წესრიგი იყოს და ვფიქრობთ, რომ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შეგმოგვთავაზებს გამოსავალს მათივე შექმნილი კრიზისიდან. ამიტომ დღეს იყო პირველი ღამე, მაგრამ რამდენი ღამეც არ უნდა დაგვჭირდეს, არც ახალგაზრდები, არც საზოგადოების, არც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არავინ აპირებს დაშლას და სახლში წასვლას, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ყველა ერთად ღრმა კრიზისში შეგვიყვანა. სანამ გამოსავალი არ მოიძებნება კრიზისიდან, მანამდე პროტესტები გაგრძელდება. კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იყო ინფორმაცია, რომ ძალის გამოყენებას აპირებდნენ, თუმცა ჯერჯერობით სიმშვიდეა, აქციაც მშვიდად მიმდინარეობს, აბსოლუტურად მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ. ჯერჯერობით დილის 06:30 საათის მდგომარეობით სიმშვიდე გვაქვს",-განაცხადა ბაქრაძემ.


პარლამენტის მიმდებარედ მოქალაქეებმა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ღამე გაათენეს.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი