მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

18 Nov 2019 00:38

ატენის ქუჩაზე მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფია მობილიზებული.


ადგილობრივის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.


მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია. ლევანი არ იყო კონფლიქტური. გასროლის ხმა არ გამიგია. ამბობენ, რომ ტრაგედია გამთენიისას მოხდა. ბიჭი ცოტა ხნის წინ ინგლისიდან ჩამოვიდა”, -განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.


სხვა ვერსიით და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი სავარაუდოდ, სხვა პირმა მოკლა.


შსს-ში არც ერთ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი მუხლით მიმდინარეობს, 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.



კომენტარები:

ფართი შოპი