დოლმენური დაკრძალვის წესი ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში

კულტურა 12 Nov 2019 16:56

ადრებრინჯაოს ხანაში, კავკასიაში ისახება სამი მნიშვნელოვანი კულტურა: აღმოსავლეთით, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეღით - მტკვარ-არაქსის კულტურა;

 ჩრდილო-დასავლეთით- მიაკოპის კულტურა და მათ შორის მოქვცეული დასვლეთ ამიერკავკასიის ადრებრინჯაოს ხანის კულტურა.


ადრებრინჯაოს ხანაში დამთვავრდა ამიერკავკასიის ათვისების პროცესი, ამ პერიოდისათვის დასახლებული ჩანს ბარი, სანაპირო ზოლი და იწყება კოლხეთის დაბლობის ათვისებაც.


ამ პერიოდში ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში ჩნდება სამი ტიპის სამარხი:

კოლორიტაურის სამარხი, დოლმენი და გუმისთის ყორღანი. ამ სამარხების ტიპებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოლმენი.


დოლმენი ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში, რომლის უკიდურესი საზღვარი ოჩამჩირესთან გადის. ვრცელდება ასევე ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ყუბანისპირეთში, რომლის დასავლეთი საზღვარი ტამანის ნახევარკულძულამდე აღწევს.


საიდან გაჩნდა დოლმენური სამარხის ტიპი კავკასიაში, ჯერ კიდევ ნათელი არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ის ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და აზიაში, აფრიკაში. საკუთრივ, კავკასიის დოლმენების წარმოშობის საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის შემოსული კულტურაა, ზოგის აზრით კი - ადგილობრივი. ვინც ამ კულტურას შემოსულად მიიჩნევს, თვლის რომ, ეს კულტურა უნდა შემოსულიყო ხმელთაშუაზღვისპირეთიდან სამხრეთი გზით, ზღვის ზოლით კავკასიაში, აქედან კი კოლხეთის ჩრდილო ზოლში მკვიდრდება და აქედან ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. თუმცა აქ მოპოვებული მასალა, ადგილობრივ ბრინჯაოს ხანის კულტურას განეკუთვნება.


ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში გხვდება შემდეგი სახის: ქვის ფილებისგან შეკრული ტრაპეციის ფორმის მქონე. გხვდება დიდი, საშუალო და მომცრო ზომის დოლმენები. ყველაზე კარგად შესწავლილია ეშერის დოლმენები, რომლებიც შედარებით პატარებია და უფრო უხეშად ნაგები.


დოლმენების მშენებლობა კოლხეთის ჩრდილოეთ ნაწილში მე-2 ათასწლეულის შუა ხანებმადე გაგრძელდა, მათი გამოყენების შემთხვევები გვხვდება უფრო მოგვიანო ეტაპებზეც. ამ კულტურას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ის თითქმის ათასი წელი გაგრძელდა. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის შუახანებამდე.


დოლმენი კოლექტიურ სამარხს წარმოადგენდა და მიცვალებულის ძვლები სხვადასხვა დონეზე ჩნდებოდა ყოველგვარი წესის გარეშე. ძვლები და სამარხეული ინვენტარი ძირითადად შეჯგუფებული იყო დოლმენის კუთხეებში. შესაძლოა, თავდაპირველად მიცვალებულს კუთხეში კრძალავდნენ, მჯდომარე პოზაში, შემდგომ კი ახალი მიცვალებულის დაკრძალვისას სამარხთა პირვანდელი მდგომარეობა იცვლებოდა. შესაძლოა დოლმენებში მეორადი დამარხვისთვოსათვის იყენებდნენ და მიცველებულებთა ძვლები წინა კედელში დატანილი ხვრელიდან შეჰქონდათ.


ადრეული დოლმენები შედარებით მომცრო ზომისაა, თუმცა აქ საკმაო რაოდენობის მიცვალებულთა ძვლები აღმოჩნდა. სამარხეულ ინვენტარს წარმოადგენს თიხის ჭურჭელი, ხელით ნაძერწილი, თხელკედლიანი მოწითალო ან მოშავო ფერის. ძირიტადად პატარა ზომის ქოთნები, ქილები, ჯამები და სასმისები. ეს ჭუჭელი საგანგებოდაა დამზადებული მიცვალებულების ჩასატანებლად, ისინი ძლიერ წააგავს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის დოლმენებში. უადრეს დოლმენებში ლითონის ნივთებიდან სასაფეთქლე რგოლები, არქაული ტიპის სატევრის პირი და სხვ. ნივთებია ნაპოვნი.


საშუალო ზომის დოლმენბი უფრო დახვეწილია, აქ კი მეტ ლითონის ნივთებს ვხვდებით, კერამიკა იგივე ფორმისაა. აქ ძირითადად გხვდება ვიწროტანიანი ყუადაქანებული ცულები, რომლებიც ძლიერ ჰგავს საჩხერის ყორღანებში აღმოჩენილ ცულებს.  აღმოცენილია ბრტყელი, ფოთლისებრი, აღალყუნწიანი სატევრის პირები, ამ ტიპის იარაღი ჯერჯერობით სხვაგან არ გხვდება.


ხშირია მასრაშეკრული და მასრაგახსნილი კავების აღმოჩენა. მასრაგახსნილი კავები უფრო მცირე ზომისაა, შედარებით უხეშად ნაკეთები, მათ მასრის ბოლოს აქვთ ნახვრეტი ტარის დასამაგრებლად. ხოლო მასრაშმკული კავები უფრო მოზრდილია და უკეთესად ნაკეთები, ორნამენტით. ამ პერიოდისათვის მასრიანი კავები ცნობილი არ არის ამიერკავკასიაშიი, თუმცა მას ხვდებით ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში.


წყარო: ჯაფარიძე ო. "საქღტველოს ისტორიის სათავეებთან"

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი