კინოთეატრ „ამირანთან“ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

08 Nov 2019 16:29

კინოთეატრ „ამირანთან“ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს კინოთეატრის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.


რაც შეეხება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიას, აქ ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ავტომანქანების სადგომი კი პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.


შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.


კომენტარები:

ფართი შოპი