„ბებია წინააღმდეგი იყო მათი მეგობრობის“ - რას ყვებიან შილდელები ავარიაში დაღუპულ მეგობრებზე და შემთხვევით მსხვერპლზე

08 Nov 2019 00:51

ყვარელი-შილდის გზაზე გუშინ გარდაცვლილი სამი ახალგაზრდა,  სოფელ შილდაში ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ.


ადგილობრივები ყვებიან, რომ ავტომანქანის მძღოლი, ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი,  ანრი კარჭაული და გარდაცვლილები, ნიკა კევლიშვილი და შოთა ხუტუნაშვილი ერთმანეთთან მეგობრობდნენ.


„ხშირად დადიოდნენ მანქანით ერთად, ხუტუნაშვილის ბებია წინააღმდეგი იყო მათი ერთად ყოფნის და შვილიშვილს ხშირად საყვედურობდა. შოთას დედა ევროპაშია წასული, ოჯახი რომ ერჩინა


საწყალი, ავადმყოფი ქალია. შვილის გარდაცვალების ამბავს ვერც კი უმხელდნენ. ახლა, როგორც ვიცი, გააგებინეს და ჩამოვა. მისი კეთილდღეობისათვის გადაიხვეწა იქ და დაკრძალვას მაინც მოუსწროს- ყვება ოჯახის ახლობელი.


პრაიმტაიმისათვის ცნობილი გახდა, რომ შოთა ხუტუნაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მამის ოჯახში გადაასვენეს.


ნიკა კევლიშვილი მატერიალურად  გაჭირვებული ოჯახიდანაა. შილდელები ამბობენ, რომ ნიკას დედ-მამა ერთად არ ცხოვრობენ ბიჭი უმთავრესად ბებიასთან იმყოფებოდა.


„ბებია კარგი ქალია, ყველაფერს აკეთებდა ნიკასთვის. ამ ქალს იმდენი გაჭირვება აქვს გამოვლილი, არც ვიცი, ამ ამბავს როგორ გადაიტანს“- უყვება „პრაიმტაიმს“ კევლიშვილების მეზობელი.


შემთხვევით მსხვერპლს უწოდებენ ადგილობრივები დიტო ასაბაშვილს.


„დიტო კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. იმათ თითქოს საბედისწერო მეგობრობა ჰქონდათ. აი, დიტო, შემთხვევით, გზად გამოაყოლეს. მზარეულის პროფესია აითვისა, მუშაობდა კიდეც. ძალიან მძიმე ამბავი დაატყდა ოჯახებსაც და სოფელსაც“ - გვიამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ანრი კარჭაულს, ის გაერთიანება „გირჩის“ წევრია. 


„ახალგაზრდებმა რომ არმიაში სამსახურზე უარი თქვეს, ამანაც მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ნეტავ წასულიყო, იქნებ ახლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არ ყოფილიყო. ვლოცულობთ, რომ გადარჩეს- ყვებიან შილდელები.


შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი ახლაგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.


მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით აღიძრა.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი