"ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ ვიყოთ მზად" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატოზე

07 Nov 2019 23:28

თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით და კომუნიკაციით სწორ პოლიტიკას ატარებს. დღეს, 7 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებისთვის სწორი კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთანაც.


„ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გავუჩინოთ და შემდეგ იმედი გავუცრუოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაშვებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ორი სიტყვით ასე გამოიხატება: „ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ ვიყოთ მზად“.


კომენტარები:

ფართი შოპი