ცოტნე ზურაბიანი: გვახსოვს "7 ნოემბერი", მსგავსი დღეები ქვეყნის ისტორიაში არ უნდა განმეორდეს!

07 Nov 2019 20:17

"2007 წლის "7 ნოემბერი" იყო ადამიანზე ძალადობის კლასიკური მაგალითი", - ამის შესახებ დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი თავის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" წერს. 


„7 ნოემბრის“ დარბევიდან 12 წელი გავიდა. ჩვენ, ერთ დღეს ვნახეთ სამი სასტიკი დარბევა - ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიების, ხელკეტების, აკუსტიკური იარაღით და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი აქციები რუსთაველის გამზირზე, რიყეზე... ასევე, ვნახეთ ძალისმიერი შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“.


სამწუხაროდ, ეს დღე იყო ადამიანზე ძალადობის კლასიკური მაგალითი. სახელმწიფომ იძალადა მშვიდობიან მანიფესტანტებზე, მედიაზე... შესაბამისად, მისასალმებელია, რომ ამ სისხლიანი დღის „შემოქმედები“, დღეს, სასჯელს იხდიან.


წარმოუდგენელია, ეს დღე ამ პროცესებში მონაწილე ადამიანებს დაგვავიწყდეს. ჩვენ, გვახსოვს 7 ნოემბერი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი დღეები ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს."- წერს ცოტნე ზურაბიანი.





კომენტარები:

ფართი შოპი