"მაინცდამაინც 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის" და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი,"- დავით მათიკაშვილი

07 Nov 2019 17:12

მაინცდამაინც 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის" და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი,"- ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.


მათიკაშვილმა გოცირიძეს 2007 წლის 7 ნოემბრის გახსენებისკენ მოუწოდა.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციონერ დეპუტატს მას შემდეგ მიმართა, რაც გოცირიძემ კორცხელის ინციდენტი ახსენა.


„ბატონო რომან, მაინცდამაინც 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის" და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი. საზოგადოებას ახსოვს ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვათ, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებს სვამთ. 12 წლის წინანდელი 7 ნოემბერი გაიხსენეთ და მერე შეაფასეთ ასე თამამად და ამაყად ეს საკითხი," - მიმართა მათიკაშვილმა გოცირიძეს.



კომენტარები:

ფართი შოპი