"ბავშვს კაბაში ხელი შეუცურა...სასულიერი პირი შემიძლია პედოფილიაში ვამხილო" - მამა გიორგი სხილაძე

07 Nov 2019 16:55

მამა გიორგი სხილაძის განცხადებით, პირადად პატრიარქს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა, სადაც მათი კრიმინალური ისტორიები იყო აღწერილი. მამაოს თქმით, სასულიერო პირები, ძირითადად, ნარკოდანაშაულში იყვნენ ბრალდებულები. 


"გადაეგზავნა პირადად პატრიარქს, 4 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე, რომელიც შედგენილია შესაბამისი ორგანოების მიერ, გამოძიების შედეგად და უნდა ყოფილიყო შესაბამისი რეაგირება... თქვენ გსმენიათ, რომ ვინმე სასულიერო პირი ამის შედეგად განკვეთეს? აქ სხვადასხვა დანაშაულზეა საუბარი, ნარკოტიკებით ვაჭრობა... ეს არის ერთი დიდი ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც წამსვლელია ყველაფერზე“ - აცხადებს მამა გიორგი სხილაძე.


მამა გიორგი სხილაძე კიდევ ერთ სასულიერო პირს ამხელს და პედოფილიაში ადანაშაულებს. მღვდელმსახურის თქმით, ქაშუეთის ტაძრის ერთ-ერთი სასულიერო პირი არასრულწლოვანზე ძალადობდა.


"სასულიერო პირი პედოფილობაში შემიძლია ვამხილო. ტაძარში მღვდელმა ბავშვს ხელი შეუცურა კაბაში, გოგონას და გოგონა როდესაც შეშფოთდა, მაინტერესებდა კალგოტკა გეცვა თუ არაო. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით“ - აცხადებს მამა გიორგი სხილაძე. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი