"მეუფე პეტრეს მილიონი დოლარის ღვინის კოლექცია აქვს და ამ დროს მთელი მარტვილი შიმშილით იხოცება" - შალვა ნათელაშვილი

06 Nov 2019 22:24

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ტვ პირველთან“ საპატრიარქოს შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საპატრიარქოში ისეთი ეპისკოპოსები არიან, რომლებიც უამრავ ქონებას ფლობენ, ამ დროს კი ქვეყნის მოსახლეობა შიმშილით იხოცება.


„ალავერდელი ეპისკოპოსი ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ერთად მთელი კახეთის ვენახებს ფლობს. რესტორანიც გაუხსნია ალავერდის წინ. სირცხვილია უკვე.


მეუფე პეტრესაც მილიონი დოლარის ღვინის კოლექცია აქვს და ამ დროს მთელი მარტვილი შიმშილით იხოცება. ესენი უნდა განიწმინდონ. ერთმანეთს კი ნუ დააბრალებენ რაც ხდება, თავის თავსაც დააბრალონ.


მამა იაკობი ანაფორაში გადაცმული მხედრიონელია და საქმეებს არჩევს. რატომ უნდა მიდიოდეს შავი ბინძური ვასაძის  ფული საპატრიარქოში.  შემდეგ რატომ უნდა მართავდნენ საპატრიარქოს ვასაძე და ნაძირალა ჩხარტიშვილი. ამ დროს ხალხი შიმშილით კვდება“,- ამბობს ნათელაშვილი.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი