მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი): ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

15 Jul 2017 22:06

მიხეილ ღანიშაშვილი გახლავთ პოეტი და არის კახეთის მხარიდან


 

მაღიზიანებს - გულგრილობა;

ვგრძნობ - რომ უკან-უკან მივდივართ;

მეშინია - ჩემი ქვეყნის ბნელ რუსულ იმპერიულ სივრცესა და საბჭოთა წარსულში დაბრუნების;

ვიცი - რომ აუცილებლად მოვკვდები, მაგრამ ეს არ მაშინებს, რადგან დამრჩება შვილები და ნაწერები;

არ ვიცი - რა იქნება ხვალ;

შემიძლია - ვიყო კარგი;

არ შემიძლია - ვიყო ცუდი;

ვმეგობრობ - ადამიანებთან, ვისთანაც სულიერს, შემოქმედებითსა და მსოფლმხედველობივ სიახლოვეს ვგრძნობ;

ვაპატიებ - ადამიანს ყველაფერს, სამშობლოს ღალატის გარდა;

ვტირი - გულში, შიგნით, ყელამდე, უძლურებისა და ძვირფასი ადამიანის დაკარგვის ჟამს, ოღონდ არ შემიძლია ეს ცრმელითა და ხმამაღლა გამოვხატო;

ვიცინი - როდესაც ჩემი განწყობა ემთხვევა სასაცილო ამბავს ან მონათხრობს;

ვეძებ - ადამიანებს შორის სიყვარულს, ერთიანობას და დანდობას;

ღირსი ვარ - მეკავოს ჩემი ადგილი ქვეყნის საზოგადოებრივსა და სამწერლო ცხოვრებაში, რადგან ამისთვის ძალიან ბევრი რამის დავთმობა მიწევს მთელი ჩემი სიცოცხლის გზაზე;

ვჩხუბობ - როდესაც რაღაც არ მომწონს. ჩემთვის ეს შეიძლება მაგიდაზე შეუსაბამოდ დადგმული ფინჯანიც კი იყოს;

ვკარგავ - მეგობრებს, ძირითადად, ჩემი პოლიტიკური მოსაზრებების გამო და ამას ძალიან განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია ვურალატო საკუტარ პრინციპებს;

მშურს - ადამიანების, ვინც ჩემზე მეტი იცის, წაუკითხავს, უსწავლია, გაუკეთებია, მოუსწრია და ვცდილობ, იმ მიმართულებებით საკუთარი შედეგები გავაუმჯობესო;

ვემალები - სირცხვილს;

ვემტერები - ჩემი სამშობლოს სახელმწიფოებრივი ინტერესების მოღალატეებს და ყალბ, მედროვე, მლიქვნელ „შემოქმედებს“;

მაინტერესებს - მიღმიერი სამყარო, გალაქტიკები, აუცილებლად გავფრინდებოდი რომელიმე პლანეტაზე, ამისი შესაძლებლობა თუ მომეცემოდა ოდესმე;

არ მაინტერესებს - სხვათა ცხოვრების ინტიმური დეტალები;

მახსოვს - ბევრი რამ იქიდან, რაც ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მისწავლია, გადამხდენია თავს;

მრცხვენია - ტყუილის;

უარვყოფ - ყველაფერს, რაც არ მომწონს და ჩემს მსოფლმხედველობასთან ვერ მოდის უნისონში;

ვავადმყოფობ - ძალზედ იშვიათად;

ვმალავ - ჩემს ცოდვებს ადამიანებისთვის, თუმცა კარგად ვიცი, რომ უფლის წინაშე სრულიად შიშველი ვარ და ვინადან გულით მწამს მისი, ვიმედოვნებ, რომ შემინდობს ჩემს შეცოდებებს;

ვინახავ - საიდუმლოს, რომელსაც ვინმე ოდესმე გამანდობს ხოლმე;

მწამს - რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთია და რომ ადამიანი მაიმუნისაგან არ განვითარებულა;

მიკვირს - როგორ ჰარმონიულად არის შექმნილ-მოწყობილი ეს სამყარო და როგორი დაბეჯითებით ცდილობს ადამიანი მის არევ-დარევას;

მიხარია - როდესაც თენდება ახალი დღე და ირგვლივ არავის, ჩემს ახლობელთაგან, არაფერი უჭირს;

ვჭორაობ - ძალზედ იშვიათად თუ გავერევი მსგავს ფიხონში. საერთოდ არ მიყვარს ჭორაობა, არ მიმაჩნია კაცის საქმედ;

ვდარდობ - წლებზე და დროზე, რომელიც არაპროდუქტიულად გამიტარებია;

ვამაყობ - რომ ვიყავი და ვარ ჩემი ქვეყნის ერგული ჯარისკაცი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდიდან დღემდე;

ვაკეთებ - იმას, რაც კარგად ვიცი, რაც მიმაჩნია, რომ ჩემი საქმეა და დარწმუნებული ვარ, რომ გამომივა კიდეც რაღაც;

ვეფერები - ყველას და ყველაფერს, ვის და რის მიმართაც გულწრფელი სიყვარული მამოძრავებს;

მსიამოვნებს - როდესაც ობიექტურად ახდენენ ჩემს შეფასებას;

მესიზმრება - ამ ბოლო დროს, სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. ადრე მესიმზმრებოდა, რომ დავფრინავდი;

ვეხმარები - მოხუცებს;

ვეწევი - ცხოვრების საკმაოდ მძიმე ჭაპანს;

მწყინს - უგულებელყოფა;

ვხარჯავ - ფულს, რომელიც არასოდეს მაქვს და დროს, რომელიც, როგორც აღმოვაჩინე, არცთუ ისე თავზესაყრელად ჰქონია ადამიანს;

ვღალატობ - არასოდეს საკუთარ თავს, პრინციპებს და სამშობლოს;

ვკამათობ - ბევრს და ყველასთან, თუკი თემა მაინტერესებს, მაგრამ ძალიან მაწუხებს ის გარემოება, რომ ჩვენში ამისი ელემენტალური კულტურაც კი არ არსებობს;

ვუხეშობ - ძალზედ იშვიათად;

ვუსმენ - ყოველთვის ყურადღებით ყველას, განსაკუთრებით - მოხუცებს;

ვყოყმანობ - ზოდიაქოთი ტყუპები ვარ. ტყუპებს ხასიათის გაორება სჩვევიათ. ამიტომ ყოყმანი მეც მახასიათებს;

ვკითხულობ - ადრე ბევრს ვკითხულობდი ქართულსა და უცხოურ მხატვრულ ლიტერატურას, ისტორიულსა თუ ფილოსოფიურ წიგნებს, ბელეტრისტიკას, პუბლიცისტიკას. ახლა, სამწუხაროდ, იმდენი დრო აღარ მრჩება მათ საკითხავად;

ვამზადებ - ახალ წიგნებს „ყველაზე დიდი გული“, წაწლობა ფშაურ ყოფასა და ხალხურ პოეზიაში“, „ილტოს ხეობა“ გამოსაცემად, თუმცა მათი დასაბეჭდი ფული, რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით არ მაქვს;

ვუყურებ - ძირითადად ისტორიულ, სამეცნიერო-შემეცნებითი ხასიათისა და სამოგზაურო შინაარსის ფილმებს;

ვკლავ - საკუთარ თავში უადგილო ამბიციას და ამპარტავნებას;

ვაფუჭებ - მგონი არაფერს;

ვცხოვრობ - მოკრძალებულად. საკმაოდ დიდხანს მომიწია ცხოვრებამ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ამ ბოლო წლებში კი ვცხოვრობ სანახევროდ ქალაქში და სანახევროდ სოფელში;

ვცემ - არავის;

ვყვირი - იშვიათად. საერთოდ, გაბრაზებას ყვირილის გარეშეც მშვეივრად გამოხატავ და ვახვედრებ ადრესატებს, თუ რაიმე არ მომწონს;

ვმღერი - უფრო სწორედ, ვღიღინებ ჩემთვის. ადრე კიდეც ვმღეროდი. თუ საჭირო იქნება, კვლავაც ვიმღერებ;

ვასრულებ - ადამიანების სურვილებს, ვინც ჩემთვის ძვირფასია;

დავდივარ - ქალაქიდან სოფელში, სოფლიდან ქალაქში, მთებში, ქვეყნებში;

ვმკურნალობ - დედას, ახლობლებს. საკუთარი თავისთვის ჯერ ვერ მოვიცალე;

ვერიდები - ადამიანებსა და სიტუაციებს, სადაც ჩემთვის მიუღებელი გარემოებებია;

ვთამაშობ - არ გამომდის ცხოვრებაში ადამიანებთან თამაში, ვერ ვახერხებ, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს მიქმნის ხოლმე;

ვიტყუები - ზოგჯერ, ოღონდ არა ისე, რომ ამ ტყუილმა ვინმეს რაიმე ვნება მოუტანოს;

ვეთაყვანები - გაზაფხულს, სიმწვანეს, სიცოცხლის გამოღვიძების პროცესს;

ვგიჟდები – თითქმის არაფერზე;

მიყვარს - სიმშვიდეში ყოფნა, ფიქრი და წერა;

ვოცნებობ - სხვადსხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე;

ვფიქრობ - სამშობლოზე და ახალი წიგნების გამოცემაზე;

მძულს - ზოგადად, როგორც ასეთი, ნამდვილად არავინ მძულს, მაგრამ ჩემი ქვეყნის მტრები - კი;

ვნანობ - რომ ვერ მოვესწრები დროს, როდესაც საქართველო იქნება ძლიერი სახელმწიფო და ცივილიზებული მსოფლიოს ორგანული ნაწილი;

კმაყოფილი ვარ - იმით, რა გზაც გავიარე. მართალია ამ გზაზე დაბრკოლებები ბევრი იყო, წარმატებები ნაკლები, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიარე იმ გზით, რომელიც მე მიმაჩნდა მართებულად;

მენატრება - ადამიანები, ვინც ტავისი გარდაცვალებით გული დამწყვიტეს;

მსურს - ჩემ მშობლიურ სოფელ ჭართალისა და ილტოს ხეობისაკენ მთელი საქართველო მივახედო;

ვაგროვებ - ცრემლებსა და ნაღველს, რომელსაც ვერავინ ხედავს და ვერც ვერასოდეს დაინახავს;

ვიხდი - ადამიანდ ყოფნის სასიამოვნო მოვალეობას;

ვეჭვიანობ - არ მახასიატებს ეჭვიანობა;

ვკაიფობ“ - არც „ვკაიფობ“ და არც ვკაიფობ არავისზე და არაფერზე;

ვიზიდავ - მკითხველსა და მსმენელს, თუმცა საკმაოდ ძნელია ყოველი მათგანის შენარჩუნება, რადგან, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ მათგან ცოტა გასხვავებული აზრი გამაჩნია რიგ საკითხებზე, ზოგიერთი მათგანი იოლად მტოვებს;

ვალამაზებ - სამყაროს, როგორც ადამიანი და ხელოვანი.



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: კახაბერ ხუროშვილი

კომენტარები:

ფართი შოპი