„პაატა ერქვა მაშინ, საპატრიარქოში სეფისკვერებს ყიდდა...“ - რა ურთიერთობა ჰქონდათ პატრიარქს და მეუფე პეტრეს

06 Nov 2019 01:03

„განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა პატრიარქის მიმართ და პატრიარქსაც ძალიან უყვარდა. ძალიან მოკლე დროში, ყველა სასულიერო ხარისხი გაიარა“,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა საპატრიარქოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.


„მე მას ვიცნობ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ის იყო მორჩილი, პაატა ერქვა მაშინ. საპატრიარქოში სეფისკვერებს ყიდდა. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.


განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა პატრიარქის მიმართ და პატრიარქსაც ძალიან უყვარდა.


მალევე, ძალიან მოკლე დროში, ყველა სასულიერო ხარისხი გაიარა. როგორც კი სტეფანწმინდის ეპარქია გაიხსნა, პირველ ეპისკოპოსად სწორედ მეუფე პეტრე აკურთხეს. საკმაოდ ახალგაზრდა იყო მაშინ.


ბოლო 10 წელია, რაც მასა და პატრიარქს შორის ერთგვარი ნაპრალი გაჩნდა. მეუფე პეტრე სტუდენტობაშიც გამოირჩეოდა თავისი სწავლით. ძალიან ორგანიზებულად უძღვებოდა ეპარქიას. პირადად ჩემში ამან დიდი გულისტკივილი გამოიწვია“,- განაცხადა დეკანოზმა.


ცნობისთვის, 31 ოქტომბერს  სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაციით დასრულდა.



სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.



ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.



პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.



სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.


წყარო

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი