ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვაზე მეორედ დაჯარიმებისას ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის

05 Nov 2019 17:10

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.


შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.


უფრო კონკრეტულად, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება. საერთო ჯამში კი შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი