ცოტნე ზურაბიანი „ღია დიალოგის“ რეჟიმში - მაღლაკის, ფარცხნაყანევის და ოფშკვითის მოსახლეობას შეხვდა (ფოტო)

05 Nov 2019 16:31

ცოტნე ზურაბიანი, „ღია დიალოგის“ რეჟიმში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.


წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ამჯერად - მაღლაკის, ფარცხნაყანევის და ოფშკვითის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია შემდეგი საკითხების მოგვარება: გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების ქსელის აღდგენა, სკოლების გაზიფიცირება, მოსაცდელების გაკეთება და სხვა.


მაჟრიტარმა დეპუტატმა, მოსახლეობასთან ერთად განსაზღვრა პრობლემების მოგვარების პრიორიტეტები. დაისახა პრობლემების მოგვარების გზებიც.


შეხვედრებს, ცოტნე ზურაბიანთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტარები - გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე, ასევე - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი.


სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლების მხრიდან დასმულ სხვადასხვა შეკითხვებსაც უპასუხეს.







loading...

კომენტარები:

ფართი შოპი