პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა

05 Nov 2019 12:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული

სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი  პირი -

მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან - თ.ჯ.-სა და

ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით,

თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს  და

ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის

გავლით წაიყვანა.


სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე

დააკავეს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების

უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე

მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი