"ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში მოსვლამდე პრომეთეს მღვიმის პროექტიც დააფინანსა"- ცოტნე ზურაბიანი ოპონენტებს პასუხობს

04 Nov 2019 10:02

წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა „მაესტროს“ეთერში "წყალტუბოს განვითარების პროექტზე" ისაუბრა და ოპონენტებს პრომეთეს მღვიმე შეახსენა, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთდა და დღეს ვიზიტორთა რაოდენობით, დასავლეთ საქართველოში პირველ ადგილზეა. 


„მანამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, პრომეთეს მღვიმის პროექტი დააფინანსა. დღეს, ეს პროექტი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით პირველი დაცული ტერიტორიაა ტურისტების რაოდენობით“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.


დეპუტატი, ოპონენტებს აბასთუმანსაც შეახსენებს, სადაც აღორძინების პროექტის დაწყების შემდეგ, უამრავი ინვესტორი ჩაერთო პროექტის განხორციელებაში. ზურაბიანს, იგივე მოლოდინი აქვს წყალტუბოს შემთხვევაშიც.


„შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება არის ქველმოქმედება, რადგან მის მიერ წარმოდგენილი პროექტი კი, უკვე სტაბილურობის განცდას  ქმნის. მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო აბასთუმანის აღორძინება, ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდი დაინტერესდა კურორტით. შევიდნენ კონკრეტული წინადადებებით და დღეს მონაწილეობენ აბასთუმნის განვითარებაში. ანალოგიურს ველით წყალტუბოშიც."-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი