მასწავლებლის ეროვნული სკოლა 12 ქალაქში მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს

02 Nov 2019 12:37

1 ნოემბერს, საქართველოს 12 ქალაქში  მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.


პროგრამა  თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში,ა ხალციხეში, ჩოხატაურში, თელავში, ახალქალაქში, ჭიათურაში სენაკსა და ამბროლაურში მიმდინარეობს და  ამ ეტაპზე 1750 მონაწილეს ითვლის. ( აქედან 537 მოქმედი მასწავლებელია).


ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.


გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.


ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.
მასწავლებლები მომზადდებიან:


1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.


კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლის სტატუსით შევლენ, ჩაერთვებიან სპეციალურ პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლების პარალელურად გაიარონ დისტანციური კურსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. 


მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ ( პარასკევი, შაბათი, კვირა). სასწავლო კურსს გაუძღვებიან კვალიფიციური ტრენერები. თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 10 ოქტომბერს წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი