უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა

01 Nov 2019 14:36

2 ნოემბერს, 16:00 საათზე,  თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) გაიხსნება უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა.


ფრიდონ ნიჟარაძე უშგულში მოღვაწე ტრანსცენდენტალი მხატვარია. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ დაბრუნდა უშგულში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. თავად მხატვარი ამბობს, რომ ბუნება, სამყარო და ადამიანი მისი მთავარი ინსპირაციაა. ხელოვანი მუშაობს ხეზეც და არის არაერთი ლექსის ავტორი.  


ფრიდონ ნიჟარაძეს გამოფენა არასოდეს ჰქონია - თბილისის ისტორიის მუზეუმში მისი პირველი გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40 ფერწერული ნამუშევარი.

 


ხანგრძლივობა
: 2-15 ნოემბერი, 2019

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი