რით განსხვავდება უშგულის კოშკები სვანეთის სხვა კოშკებისაგან?

კულტურა 25 Oct 2019 23:17

სვანეთის კოშკები ძირითადად ოთხკუთხა ფორმისაა და სიმაღლით 20 მ-ს არ აღემატება. შესავლელი მიწიდან 4 მეტრზე მდებარეობს. გადახურვა ორფერდაა და მათში, შესასვლელი მიწის დონიდან ოთხი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მათი ქვედა ნაწილი მთლიანად მთლიანად შევსებული, ასევე დამახასიათებელია სხვადასხვა მოხაზულობის ენტაზისი. სართულშუა გადახურვები ორფერდაა და მათში მოწყობილია ოთხკუთხა ხვრელები.კოშკები ძირითადად ოთხ-ხუთ სართულიანებია,, ბოლო სართული ყოველთვის ე.წ საბრძოლო სართულს წარმოადგენს, იგი გადახურულია ორფერდა სახურავით, მისი კედლები გარეთ არის გამოწეული და კოშკზეა გადმომჯდარი, სვანები მას „კოშკის ქუდსაც“ უწოდებენ, რომელიც შედგება სალოდეები რიგისაგან, ეს უკანასკნელი გარს ერტყმის ბოლო სართულს მთელს პერიმეტრზე. კოშკის სალოდე ღობეები ყოველთვის თაღოვანია, მაგრამ ზოგი თაღი ნახევარწრიულია, ზოგი დაბალი ნალისებური და ზოგსაც წაგრძელებული ფორმა აქვს. სალოდე ღიობების რაოდენობა კოშკის გვერდის სიგანეზეა დამოკიდებული. გვხვდება ძირითადად სამ და ოთხ სალოდე ღობიანი კოშკები, იშვიათად გვხვდება ორ-ორი ან ხუთ-ხუთი ღიობი, ასევე იშვიათად გვხვდება კოშკები, რომლებსაც მიმდებარე გვერდებზე სხვადასხვა რაოდენობის სალოდე ღიობები აქვთ.


უშგულში გვხვდება კოშკების კიდევ ორი ტიპი: კოშკებში, რომელთაც საბრძოლო სართულზე სალოდეები არ გააჩნია და კოშკები. სადაც სალოდეები განლაგებულია თითოეული კედლის შუა ნაწილში და თაღებითაა დანაწევრებული, ეს კი თითქოს ზემოთ აღწერილი სალოდეების ტიპების სინთეზს წარმოადგენს.  


1964 წელს ბერნარდ რუდოვსკიმ გამოაქვეყნა სოფ. ჩაჟაშის (უშგულის თემი) ხედების ფოტოები, რომელზეც ჩანს თითო გამოწეული სალოდიანი კოშკები, რომელთა რაოდენობა ოთხია. მსგავსი ტიპის კოშკები უშგულის ტერიტორიაზე სადღეისოდ მხოლოდ ორია დარჩენილი. აქედან ერთი ე.წ „თამარის კოშკია“, ხოლო მეორე „ციხე-სახლი“.


უშგულში  როგორც დავინახეთ მკვეთრად განსხვავებული ორი სახეობის კოშკები გვხვდება:


1.კოშკები, რომლებიც ნაგებია ღვინისფერი ფიქალით, სიმაღლე 16x18 მეტრია, შესასვლელსა და აივნის კარს მოთეთრო რუხი ფერის არქიტრავის ქვა ადევს, არ ემჩნევა შელესილობის კვალი და აქვს თითო სალოდე სამ საფასადო მხარეზე მთავარი ფასადის გარდა; სართულშუა გადახურვები მოწყობილია ხის კოჭებზე და ბრტყელია, ხშირად პირველი სართულის გადახურვა კამაროვანია.


2. „ქუდიანი კოშკები“  რომლებიც ნაშენია შავი ან რუხი ფიქალით ან შერეული წყობით.მ სიმაღლე მკაცრი გამონაკლისის გარდა არ აღემატება 20 მეტრს. ქვების სისქე მერყეობს 10-25 სმ-ს შორის; აქვს შელესილობის კვალი, შესასვლელი კარი ხშირ შემთვევაში თაღოვანია და სართულშუა გადახურვები ორფერდაა.


ამრიგად, აღნიშნული  სახეობის კოშკები  გვხვდება მხოლოდ უშგლის თემში, რაც არქიტექტურის უნიკალურობაზე მიუთითებს.


წყარო: ფავლენიშვილი ა. "უშგულის კოშკები"   [ძეგლის მეგობარი1986 წ N1]                                                                                                        

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი