როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ტელევიზორი?

25 Oct 2019 18:40

საშუალოსტატისტიკური ადამიანი თავისუფალი დროს 70%-ს კინოფილმებს, სერიალებსა და გადაცემებს უთმობს. დღევანდელ დღეს ეს ცხოვრების გამრავალფეროვნების ერთ-ერთი მარტივ გზად ითვლება, თუმცა, ტელევიზორისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენს მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.


ახალი წელი ახლოვდება და როგორც წესი, უამრავი ოჯახი ტელევიზორის ყიდვას ან შეცვლას სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს ხოლმე. გადავწყვიტეთ, იმ უამრავ სხვადასხვა ტიპის მოდელსა და ბრენდს შორის, რომელიც დღეს ბაზარზეა წარმოდგენილი, თქვენთვის არჩევნის გაკეთება გაგვემარტივებინა.


მსხვილი კომპანიები, ისეთები როგორიცაა LG, Samsung, Phillips, Sony ცდილობენ ფეხი აუწყონ დროს ასორტიმენტის სრულყოფის პროცესში უფრო და უფრო მეტ ფუნქციებს უთავსებენ ტელევიზორებს. თუმცა ამ პროგრესის პერიოდში მომხმარებელი უბრალოდ ვერ ახერხებს მიყვეს ყველა სიახლეს, რაც ტელევიზორის ყიდვისას დამატებით დისკომფორტს აჩენს. ასეთ დროს ხომ ადამიანის წინ დგება არჩევანი - უამრავი მოდელიდან რომელი მიესადაგება მის სურვილებს ყველაზე ოპტიმალურად.


ტელევიზორებიძირითადი მახასიათებლები

თხევადკრისტალური ტელევიზორების კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია. სიღრმეში ცოტა მეტად ჩასახედად საჭიროა მეტად გავერკვეთ ისეთ დეტალებში როგორიცაა ტექნოლოგიები, სტანდარტები, სიხშირეები და კოდირება, რაც არც ისე ადვილია მომხმარებლისთვის. მოდით გადავხედოთ იმ მახასიათებლებს, რომლების ცოდნაც არჩევანის გაკეთების დროს დაგვეხმარება.


გარეგნული განმასხვავებლები

ზოგიერთმა მოწინავე კომპანიამ გამოუშვა მოდელები OLED მოხრილი (რკალისებური) ფორმით, რაც აძლიერებს ტრანსლირებად სიუჟეტში ჩაღრმავების დონეს და თავისთავად საინტერესო დიზაინერულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. მისი საშუალებით შეიძლება უფრო ღრმად ჩავიძიროთ ეკრანზე მიმდინარე მოვლენებში. თუმცა ამ სიამოვნებას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს - ხედვის კუთხის გაუარესების კუთხით, რადგან ტელევიზორს უნდა უყუროთ არაუმეტეს 35 გრადუსის კუთხიდან, რაც ყოველთვის შეიძლება მარტივად არ მოხერხდეს.


სხვა გარეგნული მახასიათებლები უფრო მეტად გემოვნების საკითხია. მაგალითად ფერსა და კონსტრუქციის დიზაინს თითოეული მომხმარებელი თავისი შეხედულებების მიხედვით ირჩევს.


გამოსახულების ჩვენების ტექნოლოგია

LED-ტელევიზორები ეს არის დიოდური განათებით აღჭურვილი თხევადკრისტალური პანელები. დიოდური განათებები განლაგებულია პანელის ცენტრიდან დაშორებულ მხარეებში (ე.წ. Edge led), ან უშუალოდ კრისტალების უკან (Direct led), რომლებიც თხევადკრისტალური მატრიცის განათებას ქმნიან. ეს მატრიცა არეგულირებს სიკაშკაშის დონეს და ამის საშუალებით აფორმირებს ეკრანზე გამოსახულებებს. ამ პროცესში შავი ფერი გარდამავალ, სერის ელფერს იღებს.


OLED ტელევიზორების სამუშაო პრინციპი სხვა ფაქტორებს ემყარება. გაუმჯობესებული დიოდების სანათების ხარჯზე ფონური განათება საჭირო აღარ არის. ცალკეულად მანათობელი პიქსელები გამოიმუშავებენ ფერების უზუსტეს ელფერებს. ეკრანს შეუძლია აჩვენოს ძალიან ღრმა შავი ფერი, და ეს კი გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზუსტად ამ გამოსახულების საკითხშია ის ერთადერთი გამოკვეთილი უპირატესობა რაც OLED-ს გააჩნია LED-თან მიმართებაში - აჩვენოს ჭეშმარიტი შავი ფერი. მიუხედავად ამ ტექნოლოგიის სიძვირისა, მას უკვე საკმაოდ ძლიერი პოზიციები უჭირავს ბაზარზე და სავარაუდოდ ახლო მომავალში LCD/LED ტელევიზორებს სრულად ჩაანაცვლებს.


მნიშვნელოვანია ასევე ყურადღების გამახვილება ახალ ტექნოლოგია Ambilight-ზე, რომლის დროსაც ტელევიზორის მიღმა კედლებიც ნათდება ეკრანის შესაბამის ფერებში, რაც იწვევს ეკრანზე მოცემული გამოსახულების ზომაში ზრდის შეგრძნებას.



ეკრანის გაფართოება

ეკრანის გაფართოება - ეს არის წერტილების (პიქსელების რაოდენობა) რომლისგანაც შედგება გამოსახულება. ამაზე არის დამოკიდებული დეტალების სიკაშკაშე და ხარისხი.


გაფართოების რამდენიმე სახეობა არსებობს:


  • მაღალი გაფართოება (High Definition) – HD;
  • ულტრა მაღალი გაფართოება (Full High Definition)- Full HD.


მაღალხარისხიანი Full HD ეკრანები იყოფიან კიდევ შემდეგ ტიპებად:


  • 4K (3840×2160 პიქსელი);
  • 8K(7680×4320 პიქსელი).


42 დიუმზე მეტი დიაგონალის მქონე ტელევიზორებისთვის მნიშვნელოვანია ეკრანის მაღალი გაფართოება (Full HD), რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის სურათის ხარისხს.


ეს არის ტელევიზორების ინდუსტრიაში ახალი ერა და თუ მაღალი გაფართოების მქონე ტელევიზორი შეარჩიეთ, შეძენის შემდეგ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული რომ თქვენ პროგრესს ფეხი აუწყეთ და ფილმებისა და გადაცემების ყურებისას თქვენ დატკბებით ლაღი, კაშკაშა ფერებით.


ფუნქციონალური მახასიათებლები


  • სმარტ ტვ მხარაჭერით - ასეთი მოდელები აღჭურვილია WiFi მოდულით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინტერნეტთან კავშირი. ტელევიზორშივე ჩაშენებული ბრაუზერის პროგრამა კიდევ აფართოებს შესაძლებლობებს, და მისი საშუალებით გარდა ჩვეული ინტერნეტში სერფინგისა თქვენ შეძლებთ კინოფილების ყურებას HD ხარისხში პირდაპირ MEGOGO ან თუნდაც NEFLIX-ის საშუალებით.
  • მოდელი 3D მხარდაჭერით. ასეთ დროს გამოსახულება გარდაიქმნება მოცულობით, სამგანზომილებიან გამოსახულებად.
  • უნივერსალურები - რომლებსაც გააჩნიათ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების მხარდაჭერა.


ძირითადი რჩევები ტელევიზორის შერჩევისას  


უმჯობესია გამოვარჩიოთ რამდენიმე დეტალი, რომელზედაც ტელევიზორის შერჩევისას ღირს ყურადღების გამახვილება:


  • ტელევიზორის დიაგონალი სასურველია 32-42 ინჩზე ნაკლები არ იყოს, და ასევე სასურველია ასეთი ტელევიზორი გავათავსოთ ოპტიმალური დაშორებით 2.5-3 მეტრის მანძილზე. ასე გამოსახულების ხარისხი არ დაიკარგება.
  • HDMI და USB სლოტები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მიართოთ ტელევიზორს სხვადასხვა მოწყობილობები და დაათვალიეროთ სასურველი ფოტოები, ან სხვა ფაილები დიდ ეკრანზე საუკეთესო სიზუსტით და ბუნებრივი გამოსახულებით.
  • ჩაშენებული TV ტიუნერი დიაპაზონით DVB-C, DVB-S2, DVB-T2, რომელიც აფართოებს ციფრული ტელევიზიის ხელმისაწვდომობის სპექტრს და სამომავლოდ თავიდან აგარიდებთ დამატებით დანახარჯებს.
  • 100გჰც მიმღები სიხშირის პანელის განახლება თანამედროვე ინფორმაციის გადაცემის წყაროებთან მიმართებაში. ეს მოქმედებს ეკრანზე გამოსახულების სიზუსტეზე.
  • ტელევიზორის სისქე და განათება. განასხვავებენ შედარებით თხელ, გვერდითი განათების მოდელებს, და უფრო გაბარიტულებს უკნიდან განათებით. ორივე მოდელი მისაღებია კედელზე მონტაჟის შემთხვევაში.
  • ავტომატური გამორთვის ტაიმერი, ღამის ტელევიზორის მაყურებლებისთვის.


ტელევიზორის ყიდვამდე მნიშვნელოვანია შეადაროთ ფასები განსხვავებულ მოდელებზე, გაანალიზოთ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები და შეაჩეროთ არჩევანი იმ ტელევიზორზე რომელიც თქვენს მოთხოვნებს სრულად მიესადაგება.


კომენტარები:

ფართი შოპი