ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს

17 Oct 2019 00:33

ჯანდაცვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. საქართველოში კი, 2019 წელს, 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, მათგან 207-მა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმა ხშირად უბიძგებს ადამიანს თვითმკვლელობისკენ ან მისი მცდელობისკენ, დახმარების ძიების სანაცვლოდ.


ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს:


თავის მოკვლის დაქადნება;


პიროვნების მიერ გახმოვანებული მსგავსი შინაარსის წინადადებები: „არავის დავაკლდები, როცა მე აღარ ვიქნები;“


თვითმკვლელობის საშუალებების, მაგალითად პესტიციდების (ქიმიური ნივთიერებები, გამოიყენება მავნებლების ან სარეველების წინააღმდეგ), ცეცხლსასროლი იარაღისა და მედიკამენტების მოძიება, ინტერნეტში თვითმკვლელობის საშუალებებზე ინფორმაციის მოპოვება;


ოჯახის  წევრებთან და მეგობრებთან დამშვიდობება, ანდერძის შედგენა, მათთვის ღირებული ნივთების გასხვისება.


თვითმკვლელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობისა და ამ თემაზე ტაბუს დადების შედეგად ვიღებთ იმას, რომ აღნიშნული საკითხი არ არის პრიორიტეტული ჯანდაცვის სექტორში. მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს შემუშავებული თვითმკვლელობის პრევენციის ნაციონალური გეგმა.


ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება, ამისათვის 40 წამიც საკმარისია. 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის.


შეაჩერე სუიციდი!


კომენტარები:

ფართი შოპი