ძველბაბილონური ღვთაებები

კულტურა 14 Oct 2019 09:39

შამაში - მზის ღმერთი(შუმერული უთუ), რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება იყო.იგი ძირითადად კოსმოგონიური ღვთაებაა, რომლის ყოველწლიური ამობრწყინება დემიურგის ერთჯერადი დაბადების განუწყვეტლივი გამეორებაა. აღსანიშნავია, რომ მას არასოდეს არ დაუკავებია შუამდინარულ პანთეონში უმაღლესი ღვთაების ადსგილი.შამასი გამოისახებოდა ხერხით ხელში, რითაც ის ჭრიდა გადაწყვეტილებებს. შამაშს უმაღლესი სტატუსი ჰქონდა ძველბაბილონურ პერიოდი. მისი სიმბოლო იყო მზის დისკო, მსახური კი ადამიანი-ხარი, რომელსაც უჭირავს მზის დისკო.


იშთარი - ერთადერთი უზენაესი ქალღმერთი მესოპოტამიურ პანთეონში, როემლიც წარმოიშვა ინანასაგან. მან შეითავსა სიყვარულისა და ომის ძალები. გამოისახებოდა ისრების ფორმით, ლომისთავიანი ხმლით დ ამოხრილი ხანჯლით მეორე ხელში, ფეხი შემოდგმული ჰქონდა ლომის, ან ლომისთავიანი ფრინველის ზურგზე.


ნერგალი - ბუნების, ვეგეტაცის ღვთაება, მიწიშქვეშეთის ღმერთი. მისი მეუღლე იყო სიკვდლის და ქვესკნელის ღმერთი - ერეშგიქალი.  ნერგილს ზირითადად ხელში უჭირავს ხმალი. ხანდახან ლომისთავიანი წვერით. ნერგალის ფავორიტებია: ლომი, ლომიგრიფონი და ლომისთვაიანი დემონი, რომლებიც აღასრულებენ ნერგალის მსხვერპლს.


ადადი - ამინდის ღვთაება, რომელიც აქადურ პერიოდში შემოდის. თავიდან გამოისახებოდა ელვისებური ორკაპით, ასევე ხარის ან ლომ-გრიფონის ჭენებით. ხოლო ძველბაბილონურ საბეჭდავებზე სამპირიანი ხმლით გამოისახებოდა, რაც ომის ასოციაციას იწვევს.


შიშველი ქალღმერთი - მიის გამოსახულება პირველად ძველბაბილონურ პერიოდში ჩნდება.  დგას კვარცხლბეკზე. მას უნდ აჰქონოდა დამცავი და ნაყოფიერების ფუნქცია.


მავედრებელი ქალღმერთი -  თამაშობდა მედიატორის როლს ადამიანსა და ღმერთს შორის. გამოისახებოდა უზენაეს ღვთაებებთან ერთდა, როგორც წესი შესცქერის კაცის ფიგურას, რომელსაც თან აქვს ძალაუფლების სიმბოლო, კვერთხი.


კაცის ფიგურა კვერთხით -  ეს გამოსახულება პირველ ძველბაბილონურ პერიოდში გვხვდება, გამ,ოისახებოდა მოსასხმაით და ყოველთვის პროფილში, კვერთხით ხელში. ზოგჯერ ფეხი შემოდგმული აქვს  წაქცეულ მტერზე.


წყარო: სამსონია. ნ "შუამდინარული გლიპტიკა"

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი