"სისტემური კრიზისის წამახალისებლად შეიძლება ჩაითვალოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების კოლაბორაცია კრიმინალურ სამყაროსთან" - ლაშა ფარულავა

09 Oct 2019 14:05

არასამთავრობო ორგანიზაცია HubGeorgia-ს გამგეობის თავჯდომარე, ლაშა ფარულავა ლაშა ფარულავა განცახდებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:


"არასამთავრობო ორგანიზაცია HubGeorgia-ს განცხადება შეშფოთებას გამოვთქვამთ ქალაქ რუსთავში მოკლული დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეში ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელის მონაწილეობის გამო. 


საგამოძიებო ორგანოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით, ფულადი ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, ორგანიზებულად, მოქმედებდნენ დავით მუმლაძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში, რის შემდეგადაც მუმლაძე გადასცეს ადგილობრივ კრიმინალებს, რაც დასრულდა - ფიზიკური განადგურებით. ქალაქ რუსთავში მომხდარი მკვლელობა მიუთითებს იმ შესაძლო სისტემურ პრობლემებზე რომელიც შსს უწყებებში მძვინვარებს. ქვეყანას, რომლის მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რეგიონალური დონის მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბება და ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის შესრულებაა, ზემოთხსენებული სისტემური ინციდენტები და ჩავარდნები სახელმწიფო ამოცანების განხორციელებას ძირს უთხრის. სამოქალაქო უსაფრთხოების კომპონენტი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში საინვესტიციო გარემოსთვის, მითუმეტეს იმ დროს როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ ეროვნული ვალუტის დევალვაციის და დახლებზე ფასების ზრდის პროცესს. 


სისტემური კრიზისის წამახალისებლად შეიძლება ჩაითვალოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების კოლაბორაცია კრიმინალურ სამყაროსთან. ასევე, 2019 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის შეწყალების აქტი, რომლის მიხედვითაც პატიმრობიდან გათავისუფლდა კრიმინალურ ავტორიტეტთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობის გამო იხდიდა. მოვუწოდებთ შსს მინისტრს სისტემური ჩავარდნის საქმეზე, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან კრიმინალური პოლიციის ხემძღვანელობა და მომავალში მკაცრად დაიცვას პოლიციური ძალების ინტერესები."- ნათქვამია განცხადებაში. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი