მთავრობამ, სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა

08 Oct 2019 01:12

მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა არის ინიცირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განუცხადა.


მისივე თქმით, ლილუაშვილი ძლიერი კადრია.


„ბატონ გიორგის ვიცნობ, როგორც ერთ-ერთ ღირსეულ, ქვეყნისთვის თავდადებულ, პროფესიონალ, ძლიერ პიროვნებას და კადრს. შესაბამისი პროცედურებით აღნიშნული საკითხი შემოვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, გავესაუბრებით. ხედვები და პროგრამები, მისი გარკეული ამბიციაც, რაც ქვეყნის სიძლიერეზეა ორინტირებული, ვიცი და დანარჩენი ვნახოთ“, - აცხადებს კობალაძე.


სუს-ის უფროსის პოსტი ვაკანტური, დაახლოებით, ერთი თვის წინ მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი