"ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა" - კახა კალაძე

08 Oct 2019 00:34

თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ საქართველოში ტაქსით მგზავრობა “ძალიან იაფია” და მომავალში მისი საფასური უნდა გაიზარდოს.


“რა თქმა უნდა, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს. დღეს საქართველოში ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა. რა თქმა უნდა, იაფია, სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ”, – თქვა კალაძემ 21 დეკემბერს პალიტრა ტვ-ის ეთერში ტაქსების რეფორმაზე საუბრისას.


“მოსახლეობა, ის ადამიანები, ვინც დაკავებულია და მუშაობს ამ მიმართულებით [ტაქსებით], უკვე ისინიც ემზადებიან და მათაც იციან, რომ ეს ქალაქისთვის, ზოგადად გარემოსთვის ამ რეფორმის განხორციელება არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი იქნეს მოწესრიგებული”.


“ამასთანავე, წესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეს ყველაფერი მოგვცემს ერთიანობაში შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა კომფორტულად იმგზავრონ, კომფორტულად გადაადგილდნენ ერთი ადგილიდან მეორეში”, – დასძინა თბილისის მერმა.


რამდენიმე დღის წინ კალაძემ ტვ პირველთან საუბრისას ამავე თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქალაქის მერიას სურს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს “ყველაზე პოპულარული, ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი ქალაქში”.


წყარო

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი