კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე "ოქროს თვალი" გამარჯვებული გამოვლინდა

06 Oct 2019 02:22

2019 წლის 26 -27 სექტემბერს 10:00 საათზე თბილისი შერატონ მეტეხი პალასში (თელავის ქუჩა № 20 )  გაიმართა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ , სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა და მასტერკლასები მოწვეული სპეციალისტებისგან.


კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე წელს 160-მდე ნამუშევარი შემოვიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სელექციის ჟიურიმ სამთვიანი მუშაობის შედეგად გამოავლინა თოთხმეტი ნომინანტი, რომელთა შორის გამარჯვებული 27 სექტემბერს  ფესტივალის დახურვის ცერემონიზე გამოვლინდა.


ფესტივალის საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:


  • საუკეთესო კინო ოპერატორული ნამუშევარი - კარლ რასმუსენი „გაბე“ (შვედეთი)
  • საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი - გიორგი ძოწენიძე „ ზაატარის ლტოლვილთა ბანაკი“ (საქართველო)
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ოპერატორული ნამუშევარი - ილია კონდრატიევი „დაბნელებამდე: ნოველა 2 ძველი სახლი“ ( რუსეთი)
  • საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი - იშტვან ბალაში „კასტინგი“ ( უნგრეთი)
  • გრან პრი - იშტვან ბალაში „კასტინგი“ ( უნგრეთი)



ფესტივალის საერთაშორისო  ჟიური წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:


  • ელდარ მდინარაძე - კინორეჟისორი, სცენარისტი, ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე.
  • როჯერ სიმონსი - კინორეჟისორი, ბრიტანეთის ოპერატორთა საზოგადოების (BSC) სრული და Rose Bruford-ის სახელოვნებო კოლეჯის საპატიო წევრი.
  • ჯონ ჰენშალი- სატელევიზიო ოპერატორთა გილდიის პრეზიდენტი.
  • ანანდ სუნდარეშა - დამდგმელი კინო ოპერატორი, ვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი.


ფესტივალი ოქროს თვალი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებით: ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები  წაიკითხაეს საერთაშორისო დონის ექსპერტებმა:

როჯერ სიმონსი უამრავი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის მთავარი ოპერატორი, ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმებზე როგორიცაა „ეშმაკი ატარებს პრადას“ და სერიალზე “სექსი დიდ ქალაქში“


მასტერ კლასის თემა: “კადრები კადრებს მიღმა” როჯერ სიმონსმა ისაუბრა პოსტ-პროდაქშენის დროს შესასრულებელ სამუშაოებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი კინომატოგრაფისტის მიერ კადრებზე კონტროლის შენარჩუნება და საბოლოო პროდუქტის მიღება.


ჯონ ჰენშალი „ეპი ცენტრის“ აღმასრულებელი და მმართველი დირექტორი, წლების განმავლობაში იყო BBC-ს ოპერატორი. ჯონი მიიჩნევს, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, თავისი უნარი და გამოცდილება გადასცეს მომავალ თაობას, რის შესახებაც ისაუბრა კიდევაც გამართულ მასტერკლასზე.


ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები და სისტემური ინტეგრატორები როგორებიც არიან: Sony, Panasonic, Canon, RTS, Broadstream, VSN, LiveU, Ross Video, Vitec, Etere, Manfrotto, Telestream, Deva, AVB, Videoscope, Chyronhego


გამოფენის ფარგლებში ცნობილი კომპანიებმა სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობები წარმოადგინეს. თითოეულ კომპანიას საკუთარ სტენდზე  გამოფენილი ქონდა სატელევიზიო, კინო  და რადიო ტექნიკისა და აქსესუარების ფართო არჩევანი. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა  დამსწრე საზოგადოებისათვის პრეზენტაციები და სემინარები ჩაატარეს აქტუალურ თემებზე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი