მთავრობამ, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა

28 Sep 2019 17:35

,,ჰუსეინ მაჩალიკაშვილის ოჯახს, მთავრობამ, სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა შეუწყვიტა."- აცხადებს ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.


"ოჯახის ოთხი წევრიდან ჰუსეინი პოლიტიკური პატიმარია, ძმა არასრულწლოვანი იყო, დედ-მამა უმუშევარი. ხელისუფლება ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და სოციალური პროგრამაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქცია. 


სამარცხვინოა ის ყველა მეთოდი, რითაც ებრძვის ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მორალური განადგურების შემდეგ, მათ ფიზიკურად განადგურებასაც ცდილობს. ამ ოჯახს წლების განმავლობაში ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ  რაც ჰუსეინმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რუსთაველზე კარვებში დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ ამოიღეს მიზანში ის და მისი ოჯახიც. თუ აქამდე არ ეკუთვნოდათ დახმარება მაშინ რატომ აძლევდნენ? რა შეიცვალა ბოლო 1 წელიწადში? გამდიდრდა ეს ოჯახი? ყველაფერი ნათელია!“- განმარატვს თეონა ჭალიძე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი