თეა ინასარიძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

14 Jul 2017 16:00

თეა ინასარიძე არის - ჟურნალისტი, ბლოგერი, მწერალი, marao.ge-ს და beaumonde.ge-ს რედაქტორი და გახლავთ სამცხე-ჯავახეთის მხარიდან



მაღიზიანებს - სტერეოტიპები, შაბლონები და ჩარჩოები;

ვგრძნობ - სამყაროს ყოვლისმომცველ ძალას;

მეშინია  - ტკივილის და უძლურების;

ვიცი -  რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გავიგო...

არ ვიცი - ცურვა;

შემიძლია - ადამიანების გამხიარულება;

არ შემიძლია - მკვდარი ცხოველების და ფრინველების ყურება;

ვმეგობრობ -  პოზიტიურ და ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან;

ვაპატიებ - როცა მიზეზი  მნიშვნელობას კარგავს...

ვტირი -  არაფერზე კონკრეტულზე;   

ვიცინი - როცა კარგ ხასიათზე ვარ;

ვეძებ - თავგადასავალს, ემოციებს;

ღირსი ვარ- ალბათ, რასაც ვიღებ, იმის...

ვჩხუბობ - ძალიან იშვიათად;

ვკარგავ - იმას, რის შენარჩუნებასაც არ აქვს აზრი...

მშურს - ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ მსოფლიო;

ვემალები - სოციოპათებს;

ვემტერები  -    ნებისმიერი სახის ძალადობას!

მაინტერესებს  -  არტეფაქტები;

არ მაინტერესებს  - იყო თუ არა ქალიშვილი ლამარას რძალი  J

მახსოვს -  გიკრეფდი იებს...

მრცხვენია - ცურვა რომ არ ვიცი;

უარვყოფ -  სხვის ღმერთებს;

ვავადმყოფობ - იშვიათად;

ვმალავ - ჩოჩხებს კარადაში J)

ვინახავ - უბრალო ნივთებს, რომლებიც წარსულის განსაკუთრებულ დღეებს გამახსენებს;

მწამს - რომ რაღაც უზარმაზარი ენერგიის პატარა ნაწილაკი ვარ;

მიკვირს - რატომ აგდებენ ნაგავს ქუჩაში, ურნის გვერდით;

მიხარია -   ჩემი პირველი წიგნი;

ვჭორაობ - თითქმის არასდროს;

ვდარდობ - ცოტა ხნით;

ვამაყობ - იმით, რასაც ჩემი შრომით მივაღწიე;

ვაკეთებ -  გემრიელ  პასტა-„კარბონარას“.

ვეფერები - შვილებს;

მსიამოვნებს - სითბო და ტალღების ხმაური;

მესიზმრება - სათავგადასავლო ჰორორი და ტრილერები;

ვეხმარები - ვისი დახმარებაც შემიძლია;

ვეწევი - 15 კგ-იან გირებს 20-ჯერ, 4 მისვლაზე;

მწყინს - როდესაც ადამიანების შრომა სათანადოდ არ ფასდება;

ვხარჯავ - დროს;

ვღალატობ - საკუთარ სურვილებს;

ვკამათობ - როცა საუბრის თემა ჩემთვის საინტერესოა;

ვუხეშობ - იშვიათად;

ვუსმენ - ამჟამად radiohead-ს;

ვყოყმანობ - ნებისმიერი მარტივი რაღაცის ყიდვის დროს;

ვკითხულობ - ცოტას;

ვამზადებ -  შეთქმულებას;

ვუყურებ - „მოსიარულე მკვდრებს“;

ვკლავ - კოღოებს და ჩრჩილებს;

ვაფუჭებ - შეძლებისდაგვარად არაფერს;

ვცხოვრობ - სახლში J

ვცემ - არავის, არასდროს;

ვყვირი - თითქმის არასდროს;

ვმღერი - ცუდად;

ვასრულებ - რაც მევალება;

დავდივარ - გვირაბებში და ბუნკერებში;

ვმკურნალობ - ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე;

ვერიდები - ხალხმრავალ ადგილებს;

ვთამაშობ - კარგად;

ვიტყუები - მხოლოდ საჭიროებისამებრ;

ვეთაყვანები - არაფერს;

ვგიჟდები – ბიჭი რომ გიტარაზე უკრავს J)

მიყვარს - თავგადასავლები;

ვოცნებობ - ტოსკანაში წასვლაზე;

ვფიქრობ- ბევრს;

მძულს - უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში;

ვნანობ - რამდენიმე გამოუყენებელ შესაძლებლობას;

კმაყოფილი ვარ - სამსახურში წასვლამდე ყავის დალევას თუ მოვასწრებ;

მენატრება - შავი ხიზილალა;

მსურს - დელუზიებისგან და ფობიებისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება;

ვაგროვებ - საინტერესო ადამიანებს;

ვიხდი - გადასახადებს;

ვეჭვიანობ - არაფერზე,

ვკაიფობ - ჯერჯერობით მუსიკით და ხეტიალით;

ვიზიდავ - ყველას;

ვალამაზებ - არ ვიცი, ალბათ არაფერს.



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები


კომენტარები:

ფართი შოპი