უცხოელი მეცნიერები საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანებას ულოცავენ

26 Sep 2019 01:48

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო  ორგანიზაცია EURAXESS-ში ოფიციალურად გაწევრიანებას უცხოელი მეცნიერები, ეხმაურებიან და ქართველ კოლეგებს წარმატება ულოცავენ.


ტიციანო კამპორესი, რომელიც ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში CERN მოღვაწეობს და  CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ გუშინდელი მოვლენა, EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანება, განათლების ხელშეწყობისა და ქართველი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის საქმეში კიდევ ერთ წინგადადგმული ნაბიჯია.


„EURAXESS-ში გაწევრიანება დაეხმარება როგორც ქართველ მეცნიერებს, ასევე სტუდენტებს, ჰქონდეთ წვდომა ევროპული საგანმანათლებლო ინსტიტუციების სამეცნიერო ქსელებსა და  უახლეს ინფორმაციაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ მეტად ინტეგრირდნენ ევროპულ აკადემიურ სივრცეში. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს,“ – აღნიშნა ტიციანო კამპორესიმ (ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი).


 „მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება. ამ ხელმოწერით ქართველ მეცნიერებს ექნება წვდომა EURAXESS-ის რესურსებზე და იმედი მაქვს, ეს მოვლენა ხელს შეუწყობს საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის გაზრდას.  გილოცავთ კიდევ ერთხელ,“ – განაცხადა სატოში მიჰარამ, იაპონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა, მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია - KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორმა.


საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.


ევროპულ  პროგრამა EURAXESS-ში ქვეყნის გაწევრიანება ხელს შეუწყობს  საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში, მეცნიერთა  კარიერულ განვითარებას, ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. საქართველოს მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქსელის ყველა სერვისი, რომელიც  ამჟამად ამ  ევროპული   პროგრამის წევრი ქვეყნების მეცნიერთათვის არის ხელმისაწვდომი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი