მარტვილში "ჭყონდიდლობა" გრანდიოზულად აღინიშნება

26 Sep 2019 01:34

დღეს ჭყონდიდლობაა, დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დავით აღმაშენებლის აღზრდელის და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე მარტვილში  სხვადსხვა ღონისძიებებით აღინიშნა.


დღესასწაულს სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.


დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილს დამეგობრებული ქალაქების  ნესვიჟის (ბელორუსია), ოდოლანოვის და ჩარნკოვის (პოლონეთი) დელეგაციები სტუმრობენ.


ამჟამად მარტვილის ცენტრში ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღის ბოლოს კი მთავარ სცენაზე ჯგუფი „ერთი მეოთხედი“,  გიგა პაპასკირი და მერი მამულაშვილი იმღერებენ.


ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით, მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი